იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ეხმიანება და აცხადებს საკუთარი უფლებებისთვის ბოლომდე იბრძოლებს:
“იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიმართავს სალომე ზურაბიშვილს რომ დამატოვებინოს იუსტიციის საბჭო. ეს დევნა მოსალოდნელი იყო ჩემი აქტიურობის შედეგად.
ნათელია, რომ იუსტიციის საბჭოს არ აქვს სურვილი გაარჩიოს საზოგადოებრივი საქმიანობა და პოლიტიკური საქმიანობა ან უნარი არ აქვს საბჭოს ზოგიერთ წევრს. მოგეხსენებათ, კანონი კრძალავს იუსტიციის საბჭოს წევრისთვის, ვახდენ ციტირებას, – არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ანდა მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
მე საზოგადოებრივ აქტიურობას, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებების საკითხებზე განცხადებებს ძალიან დიდი ხანია ვაკეთებ და ეს მოქალაქეობრივ საქმიანობად მიმაჩნია.
მე ნამდვილად საზოგადოებრივად, სამოქალაქოდ ვაქტიურობ, უამრავ საჭირბოროტო თემაზე და ამის გაჩერების შესაძლებლობა არ ჰქონდა არც წინა ხელისუფლებას და ამ ხელისუფლებასაც ამ სიამოვნებას მე ვერ მივანიჭებ.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ჩემი როგორც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ხმის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომეს შესაძლო გადაწყვეტილება ლაკმუსის ტესტი, რამდენად გახდება ის ამ პოლიტიკური დევნის ნაწილი ან რამდენად იქნება სისტემის მანკიერების წინააღმდეგ მებრძოლი კრიტიკული ხმების მხარეს“, – აცხადებს ანა დოლიძე.