შაბათი, მაისი 18, 2024

“თუ საბოლოოდ იქნება მიღებული კანონი, ძალიან მკაცრი ქმედებები იქნება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან” – გიორგი ვაშაძე

,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ტვ ,,პირველის” ჟურნალისტთან კომენტარში განმარტებებს აკეთებს, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ე.წ. ,,რუსული კანონის” მიღებას ქვეყანაში:

,,ძალიან მკაფიო გზავნილი – თუ საბოლოოდ იქნება მიღებული კანონი, ძალიან მკაცრი ქმედებები იქნება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. რა შეიძლება იყოს ეს ქმედებები? – სანქციებიდან დაწყებული კიდევ ბევრი რამ.

ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ოპოზიცია ვმუშაობთ იმაზე, რომ ხალხს არ შეეხოს და კონკრეტული ინდივიდები, ადამიანები ჭირსაც წაუღია, რომლებიც რუსულ ინტერესებს დღეს ქვეყანაში ატარებენ.

ძალიან მკაფიოა, რომ დღეს ,,ქართული ოცნება” რუსულ, ასე ვთქვათ – გზაზე დგას და არა ევროპული ინტეგრაციის. რუსულ გზაზეც არა, უფრო სწორად, აკოპირებს რუსულ მექანიზმებს საქართველოში, რაც არც ერთ შემთხვევაში არ გაუვა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული