spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიიაგო კაჭკაჭიშვილი: "რამდენიმე აბსურდი, რაშიც ხელისუფლება გაეხვია"

იაგო კაჭკაჭიშვილი: “რამდენიმე აბსურდი, რაშიც ხელისუფლება გაეხვია”

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი 4-პუნქტიან განმარტებებს აკეთებს ხელისუფლებასთან დაკავშირებით და კონკრეტულ ალოგიკურ მომენტებზე ამახვილებს ყურადღებას:

რამდენიმე აბსურდი, რაშიც ხელისუფლება გაეხვია:

1. 29 აპრილს ივანიშვილმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ ევროკავშირი და აშშ “გლობალური ომის პარტიის” ნაწილები არიან, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს ართმევენ. და იმავე გამოსვლაში ხალხს დაპირდა, რომ 2030 წელს საქართველო ნამდვილად გახდება ევროკავშირის წევრი. ანუ, ან ჩვენთვის მტრული გაერთიანების წევრები უნდა გავხდეთ, ან ბ-ნი ბიძინა ფიქრობს, რომ ევროკავშირი გამოიცვლება, “გლობალური ომის პარტიას” გაემიჯნება და იქ ტაშისკვრით მიგვიღებენ (?);

2. აბსოლუტურად ყველა გამოკითხვით (თვით ქოცების მიერ ჩატარებულითაც), საქართველოს მოსახლეობის 80-85% დღეს არსებულ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. და, ამ დროს, ივანიშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობის (სულ მცირე, 60% ის) მხარდაჭერით მოდის ხელისუფლებაში. ეს ორი უმრავლესობა ერთად როგორ “მოძოვს”?

3. კონსტიტუციის 78-ე მუხლი ხელისუფლებას ავალდებულებს, რომ ყველაფერი გააკეთოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამავე დროს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირზე უარს იტყვის, თუ ამ ორგანიზაციამ რეპრესიული პოლიტიკა გააგრძელა. ანუ, “ქართული ოცნება” თანახმაა, საკუთარი თავი კონსტიტუციის გარეთ დააყენოს და ისე მართოს;

4. “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ დასავლური ფონდებიდან საქართველოში შემოსულ ფინანსებს სამოქალაქო ორგანიზაციები იმაშიც ხარჯავენ, რათა ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზებისა და მართვის ხერხები შეასწავლონ სხვადასხვა ჯგუფებს. და აგენტების კანონი იმისთვის შემოაქვთ, რომ ასეთი ძალისხმევა ჩაახშონ და დაბლოკონ. ანა-ბანაა, რომ დემოკრატია პროტესტისა და საპროტესტო გამოსვლების გარეშე არ არსებობს (მეტიც – წაახალისებს კიდეც). ანუ, ხელისუფლება თავისივე პირით აღიარებს, რომ არ უნდა დემოკრატია, არამედ ავტორიტარიზმი და დიქტატურა უნდა.

გავაგრძელო? მგონი, ესეც საკმარისია, რათა დავინახოთ, რომ “ქართული ოცნება” ორუელის მიერ აღწერილ მავნებლურ აბსურდში არსებობს და ამისგან თავის დაღწევა, ერთპიროვნულ ძალაუფლებაში მისი დარჩენით, შეუძლებელია“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე იაგო კაჭკაჭიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...