ორშაბათი, ივნისი 16, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს

მდინარე რიონში ნიდერლანდელი ტურისტის ცხედარი იპოვეს. ქუთაისში გაუჩინარებული 23 წლის სიიმ ვიგერის ცხედარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 17 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მიაგნეს.

აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

,,ქუთაისში შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ხორციელდებოდა საძიებო ოპერაციის მონიტორინგი. შტაბს ხელმძღვანელობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, ვლადიმერ ჯღამაძე.

პოლიციას ტურისტის დაკარგვის შესახებ მასთან ერთად მყოფმა პირებმა 7 მარტს შეატყობინეს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები დაიწყო.

10 მარტიდან, საძიებო პროცესში სხვა უწყებებთან ერთად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სამსახურის სამაშველო ჯგუფები წყალზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს 15-კილომეტრიან მონაკვეთზე, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. ადგილზე მუშაობდნენ მყვინთავთა ჯგუფები. სამუშაოებში, სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად, ასევე, ჩართული იყო დრონი და 2 ექოლოტი, რომელთა საშუალებითაც მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება,” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებეთ, ნიდერლანდების მოქალაქე ქუთაისის ცენტრიდან 7 მარტს გაუჩინარდა.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძალიან მალე ქართველი ხალხი ჩამოიცილებს რუსულ ხელისუფლებას და მათე თავისუფალი იქნება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდაჭერას უცხადებს საპროტესტო აქციების...

“როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება” – კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს...

“მათე და ყველა სინდისის პატიმარი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები!” – გიორგი ვაშაძე

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული