spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიდედაქალაქში მორეცხვის სამუშაოები ყოველდღიურად გრძელდება

დედაქალაქში მორეცხვის სამუშაოები ყოველდღიურად გრძელდება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის ქუჩების სპეცმანქანებით მორეცხვას ინტენსიურად განაგრძობს. 1 აგვისტოს, საბურთალოს რაიონში ვაჟა-ფშაველას გამზირი (მეტროსადგურ „დელისამდე“), ყაზბეგისა და პეკინის გამზირები, ასევე, კოსტავასა და შარტავას ქუჩები მოირეცხა.

ადგილზე იმყოფებოდნენ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა და საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე.

ზაფხულის ცხელ დღეებში დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია გზების მორეცხვა. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით ყოველდღიურად სხვადასხვა ქუჩასა და გამზირზე ასრულებენ ამ ტიპის სამუშაოებს. ქუჩების მორეცხვა გვიან, ღამის საათებში და გამთენიისას სრულდება, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს საგზაო მოძრაობა და უსაფრთხოება იყოს დაცული“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

საბურთალოს რაიონის ქუჩებზე, გზის სავალი ნაწილის გარდა, კონტეინერები და მიწისქვეშა გადასასვლელებიც მოირეცხა. ასევე, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ვაკის რაიონის საგზაო მონაკვეთზეც (მეტროსდაგურ „დელისის“ შემდეგ) რეგულარულად სრულდება მორეცხვის სამუშაოები.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

კახა კალაძე: “ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ – ისინი იმ ბოროტებაში...

„ეს ადამიანები წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” –

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...