spot_img
მთავარიკანონი და სამართალიComCom-მა "სეზონი ტვ" შეურაცხმყოფელი ლექსიკისთვის 2500 ლარით დააჯარიმა

ComCom-მა “სეზონი ტვ” შეურაცხმყოფელი ლექსიკისთვის 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „სეზონი ტვ“ არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევისთვის 2500 ლარით დააჯარიმა. კერძოდ, ComCom-ს საჩივრით მიმართეს ფიზიკურმა პირებმა, რომელთა მტკიცებით, „სეზონი ტვ“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“ გაჟღერდა ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები მათ მიმართ. საჩივრის ავტორების აზრით, აღნიშნული სიუჟეტი შეიცავდა სიძულვილის ენას და მიზნად მტრული და უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენას ისახავდა.

კომუნიკაციების კომისიამ შეისწავლა გარემოება, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ მიუხედავად გადაცემაში გაჟღერებული შეურაცხმყოფელი შინაარსისა, სახეზე არ იყო სიძულვილის ენის კვალიფიკაციისთვის სავალდებულო პირობები, ვინაიდან აღნიშნულის დასადგენად აუცილებელია გამოვლინდეს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ ძალადობის ან სიძულვილის წაქეზება შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური ნიშნის, სოციალური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიისა ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლის, ენის, პოლიტიკური შეხედულების, სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილისა ან ასაკის ნიშნის მიხედვით. შესაბამისად, ComCom-მა შემოსული საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მიუხედავად ამისა, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ „სეზონი ტვ“-ის ეთერში 21:00-დან 22:16 საათის ჩათვლით განთავსებული პროგრამა წარმოადგენს არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელ პროგრამას, ვინაიდან გადაცემის წამყვანი და სტუმარი იყენებდნენ შეურაცხმყოფელ ლექსიკას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას არასრულწლოვანთა ინტერესები და 6:00-დან 23:00 საათამდე ეთერში 15 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამა არ განათავსოს. გამომდინარე იქიდან, რომ „სეზონი ტვ“-მ მსგავსი დარღვევიდან 1 წლის განმავლობაში ანალოგიური დარღევა მეორედ ჩაიდინა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს ჯარიმის მინიმალური ოდენობა – 2500 ლარი დააკისრა, ვინაიდან „სეზონი ტვ“-ის წლიური შემოსავალი 0 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...