spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნუ ეძებთ რაღაც სკანდალს, ვერ იპოვით! დაპირისპირება არ...

“ნუ ეძებთ რაღაც სკანდალს, ვერ იპოვით! დაპირისპირება არ არის!” – ირაკლი ღარიბაშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განმარტებებზე:

,,ნუ ეძებთ რაღაც სკანდალს, ვერ იპოვით! ძალიან მარტივად არის მდგომარეობა რეალურად. მთავრობის მეთაური არის ირაკლი კობახიძე. მე როცა ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მაშინ, თუ არ ვცდები, 6 მინისტრი შევცვალე. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა.

ირაკლი კობახიძეს შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც შეიძლება არ ეთანხმებიდეს რომელიმე მინისტრი, ან პირიქით – მინისტრს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება.

ჟურნალისტის შეკითხვა: ეს ნიშნავს თუ არა დაპირისპირებას?!

დაპირისპირება არ არის. პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა.

მოვისმინე რაღაც სხვა განცხადებებიც, რომ თითქოს ადმინისტრაციის უფროსიც გაუშვა. უკაცრავად, ადმინისტრაციის უფროსი არის პრემიერის ნდობით აღჭურვილი პირი. ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი?!

მე მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადა ზურა აზარაშვილს. მან ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის. 30 წლის განმავლობაში რომ არ განხორციელებულა, ისეთი მძიმე რეფორმები განახორციელა და დაიწყო.

ჟურნალისტის შეკითხვა: რესპუბლიკური საავადმყოფო თქვენ დროს დასანგრევი იყო და ახლა აღარ არის?!

რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ჩვენ გვქონდა განსხვავებული შეხედულება, მეც – მათ შორის. ახლა შეიცვალა ეს ვითარება და განსხვავებული შეხედულება ჩამოყალიბდა. ნორმალურია! მე სხვა პიროვნება ვარ!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...