“პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000 ჯავშანი გაუქმდაო რუსეთიდან საქართველოში” – აღნიშნულ პოზიციას ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი და რუსეთში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით აკეთებს განმარტებებს, კონკრეტული ფაქტების მინიშნებით:
“რუსი ქალი ყვება, რა უბედურება დაემართათ Wildberries-ს მარკეტფლეისზე განთავსებულ მეწარმეებს უკრაინის თავდასხმების შემდეგ – მილიონამდე ყოფილან. ფაქტიურად გაკოტრებულები არიან. როიტერსის ინფორმაციით, დაახლოებით 90 000 მეწარმე იმდენად დაზარალდა საწყობების დაწვის შედეგად, რომ გაკოტრდა. დანარჩენები ჯერ ფართხალებენ და პუტინს სთხოვენ დახმარებას.
რატომ ვდებ ამას: პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000 ჯავშანი გაუქმდაო რუსეთიდან საქართველოში. არ ვიცი რამდენად მართალია ჯავშნების გაუქმების ამბავი, მაგრამ დავუშვათ მართალია.
რა კახეთი, რის კახეთი, იცით საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტებიდან რამდენი მოდის ხმელეთით, ანუ მანქანით და რამდენი საჰაერო გზით? დაახლოებით 58–60% სახმელეთო გზით შემოდის წლებია. ანუ, დასხდებიან მანქანაზე და მოდიან. ახლა 20 ლიტრ საწვავზე რომ თავპირს ალეწავენ ერთმანეთს, საქართველოში წამოსასვლელი საწვავი აქვთ მაგათ? ან Wildberries–ს მილიონამდე მეწარმეს, რომლებიც გაკოტრების ზღვარზე არიან, საქართველოში დასასვენებლად ჩამოსვლისთვის სცალიათ? კიდევ რამდენი ჯგუფი გაუბედურდა რუსეთში ბოლო დროს უკრაინის შეტევების შედეგად დაგითვლიათ?
როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და ტურიზმიც, მაშინ არ უნდა გეფიქრათ? ჩლუნგო მოღალატეებო!” – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

