spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიაჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც რეგიონი ბუნების მოყვარულთათვის „ნამდვილ სამოთხედ“ არის შეფასებული. სტატიის ავტორი მკითხველს პირველივე აბზაციდან აცნობს აჭარის მთავარ უპირატესობას და წერს: „დილით შავ ზღვაში ბანაობა, შუადღეს კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უძველეს კოლხურ ტყეებში ლაშქრობა — აჭარა, ბათუმის გარშემო მდებარე რეგიონი, ნამდვილი სამოთხეა ბუნების მოყვარულთათვის“.

ავტორის შეფასებით, ბათუმი მხოლოდ ზღვისპირა კურორტი არ არის, არამედ „კარიბჭეა აჭარისკენ“, სადაც სუბტროპიკული სანაპირო შთამბეჭდავ მთებსა და უძველეს ტყეებს ერწყმის. სტატიაში ხაზგასმულია, რომ რეგიონში დილა შეიძლება სანაპიროზე დაიწყოს, ხოლო რამდენიმე საათში მოგზაური უკვე მთაში სალაშქროდ აღმოჩნდეს. „ევროპის მასშტაბით მსგავსი მრავალფეროვნება იშვიათია,“ — აღნიშნავს ავტორი.

გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს აჭარის ბუნებრივ მრავალფეროვნებაზე. სტატიაში წარმოდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი კოლხური ტყეები და წიფლნარები, მტირალასა და კინტრიშის ეროვნული პარკები, ასევე აქტიური ტურიზმის შესაძლებლობები — რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი და სამთო მარშრუტები. გამოცემა მკითხველს რეკომენდაციასაც აძლევს: „აჭარის ბუნების სრულად შესაგრძნობად აუცილებლად გამოსცადეთ ჩირუხის ზიპლაინი, რომელიც ევროპის ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინია“.

სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა აჭარის მთიანეთსა და მდგრად ტურიზმს. ავტორი მკითხველს ურჩევს ტრადიციულ მთის სოფლებში სტუმრობას, ადგილობრივ ოჯახებში განთავსებას, რეგიონული სამზარეულოსა და ადგილობრივი ღვინის დაგემოვნებას, ასევე მონიშნული საფეხმავლო ბილიკებით მოგზაურობას. გამოცემის შეფასებით, ეს გამოცდილება მოგზაურებს საშუალებას აძლევს, ერთდროულად აღმოაჩინონ როგორც ბუნება, ისე ადგილობრივი კულტურა.

,,1000 Things” ყურადღებას ამახვილებს ბათუმის კიდევ ერთ უნიკალურ მახასიათებელზეც და აღნიშნავს, რომ ქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ფრინველებზე დასაკვირვებლად. განსაკუთრებით შემოდგომაზე, როდესაც ასობით ათასი მტაცებელი ფრინველი მიგრაციისას ბათუმის საჰაერო დერეფანს კვეთს, რეგიონი ორნითოლოგებისა და ბუნების მოყვარულების საერთაშორისო ინტერესის ცენტრად იქცევა.

სტატიის დასასრულს ავტორი აჭარას ოთხივე სეზონის ტურისტულ მიმართულებად წარმოაჩენს და მკითხველს ქართული თავგადასავლისკენ მოუწოდებს — გაზაფხულზე ჩანჩქერებისა და ველური ყვავილების, ზაფხულში ზღვის, შემოდგომაზე ფრინველებზე დაკვირვებისა და ზამთარში ალპური პეიზაჟების აღმოჩენის მოწოდებით.

,,1000 Things” ავსტრიული სამოგზაურო ციფრული და ბეჭდური მედიის პლატფორმაა, რომელიც მოგზაურობას, დასვენებას, გასტრონომიასა და კულტურას აშუქებს. პლატფორმას ყოველთვიურად 1.7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ის გერმანულენოვან ბაზარზე ერთ-ერთ გავლენიან სამოგზაურო მედიაპლატფორმად მიიჩნევა.

სტატია იხილეთ –
https://www.1000thingsmagazine.com/de/a/2209209/urlaub-in-georgien-batumi/

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაგვიმალა” – ტელე-რადიო კომპანია...

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...