მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას, ემოციური შეფასებებით ეხმაურება:
“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დანიშნა ქვეყნის ყველაზე ინოვაციური ახალგაზრდა გენერალი, მიხაილო დრაპატი, რომელიც ძალიან პოზიტიურად განსხვავდება უკრაინის ძველი გენერალიტეტისგან თავისი ახალი მეთოდების გამოყენებით და მიდგომებით.
სწორედ ასეთი ახალი ტიპის სარდლები შეძლებენ ბოლომდე დაამარცხონ რუსეთის სამხედრო მანქანა. დიდება უკრაინას!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

