MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ ახალ მოძრაობას, სოციალურ ქსელში, კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
“MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ ახალი “სახალხო მოძრაობის” დაფუძნებაზე დიდი და პატარა „აკაცუკების“ რეაქციებმა გამახსენა ვარლამ არავიძის ფრაზა: „დაფრთხნენ მოხუცები!?“ ცნობილი ფილმიდან „მონანიება“.
თუკი ირონიის გარეშე შევხედავთ, გვაქვს სიტუაცია, როდესაც „ქვას შეხვდა ქვა“. მე თუ მკითხავთ, არ იქნებოდა ქართველიშვილი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, ვინც მსგავს განაცხადს გააკეთებდა, რადგანაც აქ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ლოგიკამ გამოიწვია ეს ყველაფერი.
დიახ, ეს საქართველოა თავის კულტურულ-ცნობიერი ლიბერალური და კონსერვატიული პარადიგმებით“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

