spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში..."...

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორი, გიორგი კეკელიძე, რაც მისთვის დღემდე მტკივნეული გასახსენებელია:

კანტის არ იყოს, ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში – საშინელი რეიტუზების შარვალს შიგნით და გატანებული ხაჭაპურების ჩანთაში, დიდ დასვენებაზე რომ უნდა მეჭამა. ამ ორი მონსტრიდან პირველს ვერაფერს ვუხერხებდი, თორემ მეორეს უკვე დაბარებულივით ელოდნენ ახლო შესახვევში მცხოვრები ძაღლები.

ეს პირველი კიდევ, რაღა ჭიანჭაველებით სავსე ბუდე ჩაგიცვამს და რაღა ეგ. ცალკე მისი დაუნდობელი რეზინი გიჭერს და ცალკე კიდევ ბრაზი ყელში – რადგან ზუსტად იცი, რომელიმე კლასელი აუცილებლად გეტყვის – აბა, შარვალი წამოიწიე!

ამას რომ მოყვება, ის შეგრძნება ისეთი სასტიკია – ჩემი დიდი ბაბუა, ყაისარა უფრო ადვილად წამოიწევა ნატანების სასაფლაოდან, ვიდრე შარვალი. და შარვალი რჩება ადგილზე, რასაც ეგებება სიტყვები: ,,ფუ, რეიტუზი გაცვია!” თუმცა, ასე სჯობს დანახვას. ასე უფრო ადვილია. რადგან, როგორც ბიბლიაში წერია: “უკუეთუ არა ვიხილო, არასადა მრწმენეს“.

არის ბავშვობის ავი ამბები, რომელიც თითქოს მხოლოდ იქ რჩება – აბა, ახლა ვის აინტერსებს, რეიტუზი გაცვია შარვლის შიგნით თუ მართლა ჭიანჭველის ბუდე – იქ რჩება, მაგრამ იზრდები და მაინც გტკივა.

ჩვენ, რეიტუზების თაობამ, ეს ტკვილი ყველაზე ცხადად ვიცით და ვცნობთ“, – წერს გიორგი კეკელიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...