spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სარჯველაძე - სალომე ზურაბიშვილი დაკავებულია საქმით,...

მიხეილ სარჯველაძე – სალომე ზურაბიშვილი დაკავებულია საქმით, რასაც ოპოზიციის პირდაპირი მხარდაჭერა ჰქვია

მგონია, რომ როდესაც წინასწარ გაიცემა შეკვეთები როგორი უნდა იყოს არჩევნების რეზულტატი, არაკორექტულია. არ შეიძლება წინასწარ ანონსების გამოცხადება. ეს შეიძლება მიზნად ისახავდეს არჩევნების შედეგების დისკრედიტაციას.

სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის, რომ დღეს საქართველოში არის მოცემულობა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ აქვს საზოგადოების დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა. ის ხვდება, რომ 2024 წლის არჩევნებზე მოსალოდნელი რეზულტატი გახლავთ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება.

ის აპირებს წინასწარ გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულება გააჩინოს მოსალოდნელ რეზულტატთან დაკავშირებით. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ის დიახ, რა თქმა უნდა, დაკავებულია იმ საქმით, რასაც ჰქვია ოპოზიციის პირდაპირი მხარდაჭერა“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი მიკერძოებულია და მისი განცხადებები არ არის სერიოზული.

სამწუხაროდ, არასერიოზული განცხადებები დამახასიათებელ ხელწერასავით იქცა სალომე ზურაბიშვილისთვის. ეს ძალიან ცუდია რა თქმა უნდა, ნამდვილად არ მიხარია ამის აღიარება.

სალომე ზურაბიშვილი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, არ გააკრიტიკოს ის, ვინც ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული. ეს არ გამოიყურება სერიოზულად. პრეზიდენტი გარკვეული ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. ის ერის გამაერთიანებელი უნდა იყოს და სიმბოლურ დატვირთვას ატარებდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძე.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...