“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს საგანმანათლებლო სფეროში მმართველი პარტიის პოლიტიკასთან მიმართებით:
“რაც უკვე ვიცით, რეჟიმმა 5️⃣6️⃣0️⃣0️⃣-ზე მეტ აბიტურიენტს წელს სტუდენტობის შესაძლებლობა წაართვა!
რატომ? – განათლების “დიადი რეფორმა” მოითხოვდა და იმიტომ 🤦♀️
ჩარიცხულებისთვის “უფასო” გახადა სწავლა გარეთ დარჩენილების და წლების შემცირების ხარჯზე და რა უჭირს, ზოგი თუ დაიჩაგრება! “ყველა კი არ უნდა სწავლობდეს უმაღლესში” – გააჯინეს მორჩილთა ტვინებში 😡
ახლა, ძალიანაც ნუ უწყენთ თუ თავის შვილებს საუკეთესო დასავლურ უნივერსიტეტებში გაგზავნიან და თქვენებს პროფესიულ სასწავლებლებში უკრავენ თავს!
ვინც იშრომა, სხვას აჯობა და ჩაირიცხა, ყველას ვულოცავ 🙌❤️🇬🇪 მაგრამ სად, რომელ პროგრამაზე, რამდენი წლით (სეკვესტრირებული სასწავლო წლების გათვალისწინებით) გზადაგზა დააწევენ 🥺 ჯერ სამინისტროც ვერ გაერკვა მაგ დეტალებში და რა ქნან!
რეჟიმებისთვის, დემოკრატიისგან განსხვავებით, ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული მასა. შავი ფულის, პროპაგანდის, ნარკოტიკის, კრიმინალისა და სიღარიბის ზეიმი დამატებითი საკმაზია (სეგმენტურედ)!😡
აქეთკენ მიყავთ სახელმწიფო და მომავალი თაობების ბედ-იღბალი 😡 გამოღვიძების და ერთად ბრძოლის დროა, სანამ ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არ არის! 🇬🇪✊️🇪🇺🙏🇺🇸“, – წერს ნანა ტოხვაძე სოციალურ ქსელში.

