spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი... სულ ბეტონი,...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს მინიშნებებს:

მნგრეველები თავისუფლების მოედნის ჭადრებს ჭრიან. ან სხვა რა მოლოდინი იყო ამათგან?

ძველი თბილისის ქუჩებსა და ისედაც აჩრდილად ქცეულ ულამაზეს სახლებს ხომ სპობენ რუსთაველის გაუქმებით… მთელი “დაწოლა” რომ ამ ქუჩებზე იქნება ახლა, და აი, ჭადრებიც ამჯერად… ხელოვნური “კუნძულების” და ქოცური აღებ-მიცემობის სანაცვლოდ…

რა აუშენებიათ ამათ თბილისისთვის ან საქართველოსთვის კარგი, აქედან რომ ველოდოთ რაიმე სასიკეთოს?!

ვინც არ ყოფილხართ ანაკლიაში და ჯერაც არ გინახავთ, თავს ნუღარც შეიწუხებთ, რადგან სანახავიც აღარაფერია: მოსპეს, ჩაალპეს, დააჟანგეს და გაავერანეს… როგორც პარლამენტის შენობა ქუთაისში, პოსტ-აპოკალიპტურ სოფლად რომ აქციეს, საძოვრადაც არა, ჭუჭყად და ნაგვად… რიყეზეც ალბათ რაიმე “მოდერნულ” შუშის “ფაცხებს” ჩადგამენ დოქების ლეწვის მერე… სხვას, აბა, რას მოიგონებენ – შუშები და შუშები ნუვორიშებისთვის!.. და აი, ახლა ჭადრები!.. თბილისი – ჭადრებია!..

აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე… ალბათ რა იდიოტურად ისმის ეს სიტყვებიც, ესთეტიკა რომ ეთიკის შემადგენელია… მაგრამ მართლა ეგრე რომ არის?!

სიმახინჯეში რომ ცხოვრობ, საზოგადოებაც ხომ მახინჯდება!.. ესაა მიზანი!.. ნგრევა და სიმახინჯის ფეტიში… მორალურადაც!” – წერს ლაშა ბუღაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...