spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "ქართული ოცნება" არავის ებრძვის, "ქართული ოცნება"...

კახა კალაძე: “ქართული ოცნება” არავის ებრძვის, “ქართული ოცნება” თავს იცავს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა თავადვე დაამტკიცეს, რომ მათ მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები აბსურდი და სისულელე იყო.

ამის შესახებ მან „ლელოს“ ერთ-ერთი წევრის მიერ პარტიის დატოვებისა და ბოლო დროს ოპოზიციურ პარტიებში მიმდინარე პროცესების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პარტიის დატოვების საფუძველი რა იყო, არ ვიცი. გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა ერთი რამ ცხადია, ის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე იყო, რაც თავიანთი განცხადებებით, თავადვე დაამტკიცეს. როდესაც კონკრეტული კითხვები დაუსვეს, აბსოლუტურად აირივნენ და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ. იგივე მოხდა 1 000-ლარიან პენსიასთან დაკავშირებით. ჯაფარიძე გამოვიდა და აბსოლუტურად სხვა რაღაც თქვა, მისი თანაგუნდელები კი სხვა რამეს ამტკიცებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. კარგად ჩანს, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდი ბლეფია, რომელიც ხაზარაძეს, ზოგადად, თავისი წარსულიდან გამომდინარე, თან მოსდევს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება და სხვა პარტიებში მიმდინარე პროცესები მისი ინტერესის საგანი არ არის.

გამიჭირდება იმის თქმა, თუ რა ვითარება აქვთ პარტიაში. ეს ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს. ჩვენ ვემზადებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჩასული ვიყავით ყველა ქალაქსა და რაიონში, შევხვდით ჩვენს მხარდამჭერებს, მოსახლეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კითხვაზე – რატომ ესხმის „ქართული ოცნება“ „ლელოს“ თავს, თბილისის მერი პასუხობს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია იმ ბრალდებებისა და შეურაცხყოფისგან იცავს თავს, რომლებიც ბოლო პერიოდში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან ისმის.

ქართული ოცნება“ არავის ებრძვის, „ქართული ოცნება“ თავს იცავს. იმდენი ცრუ ინფორმაცია, ბრალდება, შეურაცხყოფა მოვისმინეთ ბოლო თვეების, დღეების განმავლობაში, რომ არავის მივცემთ შესაძლებლობას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული“ საქართველო ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, ვისაც შეუძლია არჩევნებში გამარჯვება კონსტიტუციური უმრავლესობით. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ყველა პარტია იბრძოლებს საარჩევნო ბარიერის გადალახვაზე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...