რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, პროფესორი ბეჟან ჯავახია:
“მაინტერესებს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც რიყეს რესტავრაციას აკრიტიკებენ და ანგრევენ და თუ იცით რა ხდება, თუ მოხდება რუსთაველის გამზირზე?
იყო რესტავრაციის პროექტის, როგორც ხშირად ითხოვთ სახალხო განხილვა?
მტკვარი ხომ დაკარგა თბილისმა, ჩასვეს ბეტონის კალაპოტში კომუნისტებმა და ქალაქის კანალიზაციად აქციეს… (მხოლოდ მშვიდობის ხიდმა დაუბრუნა ნაწილი ქალაქს).
ახლა რუსთაველს რას უპირებთ? ახლავე თუ არ გვეცოდინება, მივიღებთ იმას, რაც ედიკა გააკეთა და პირველი სკოლის უკან ბეტონის ჯუნგლები დადგა…
რუსთაველიდან მთაწმინდა უკვე არარ ჩანს???” – წერს ბეჟან ჯავახია ფეისბუქის პირად გვერდზე.

