“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო) სამხარაძე ახალ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის წარდგენას ეხმიანება:
“რეგიონების განვითარება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და წინსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა და სადაც თავისი კვალი დატოვა.
მას მომავალ საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებ. ჩვენი მხრიდან კი ყოველთვის ექნება სრული მხარდაჭერა, რათა ერთად კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი საქართველოს რეგიონების განვითარებასა და გაძლიერებას. 4️⃣1️⃣🇬🇪✊🏻“, – წერს დიმიტრი სამხარაძე.

