spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მთლიანად ჯიბეში არ ჩაიდონ სახელმწიფო....

“ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მთლიანად ჯიბეში არ ჩაიდონ სახელმწიფო. ოპოზიციის ჩათვლით” – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციისა და მიმდინარე პროცესების შესახებ საუბრობს, მათ შორის, მწვავე პოზიცია-შეფასებებით ოპოზიციასთან მიმართებაშიც:

ამდენი სიბინძურე არასოდეს მინახავს თუ “აქეთ” თუ “იქით”, ერთადერთი და გადამწყვეტი ვექტორალური განსხვავებაა, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მხოლოდ ეს მაჩერებს და ბოლომდე ვიბრძოლებ ამიტომ, არანაირი “იდეა” არ აქვს არავის, მცირე გამონაკლისის გარდა. კი არსებობს – ძალიან მცირე (ვისაც აქვს იდეა, ის ციხეში კვდება – კლავენ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების და ქალაქების მშენებელს რეფორმატორს და პუტინის ტყვეს, კლავენ რუსული სისტემის შერჩევითი სამართლით).

ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მთლიანად ჯიბეში არ ჩაიდონ სახელმწიფო. ოპოზიციის ჩათვლით. პარტიას, რომელსაც ხმას მისცემს ამომრჩეველი, მან უნდა იცოდეს, რომ ის პარტიაა, რა სახელიც ჰქვია, რა იდეასაც მისცეს ხმა, რადგან “სიაგაყიდული” პარტია ანუ პარტია რომლის სიაც გაყიდულია, ეს იდეის გაყიდვას ნიშნავს ანუ ნიშნავს გგონია, რომ ერთ პარტიას ხმას აძლევ და სინამდვილეში სხვა რამ შეგრჩება. ცოდვაა ამომრჩეველი, ზოგადად ელექტორატი ..ცოდვის გარდა ტალახია, შლამია, უსინდისობაა, უზნეობაა, ზუსტად იგივეა რა წრეზეც ამდენ ხანს ვტრიალებთ. ამიტომ ვტრიალებთ ერთ წრეზე.

მე დაგპირდით ყველაფერს ყოველთვის ვიტყვი, რაც ზუსტად მეცოდინება თქო, რადგან ზოგადად ამ ტყუილების და მუდამ ფსევდო “ტიპებით” ვართ ჭაობში, მენტალურ ჭაობშიც, მუდამ ხალხის ხმების ჯიბეში ჩადებას “ოსტატურ ტყუილს” ვინ მოახერხებ აი ამაშია შეჯიბრი.

“ბარბერის” კურტკა, პალტო, რენჯროვერი, სიმაღლე, “პრიჩოსკა” – ანუ თმის ვარცხნილობა, ეს “იმიჯი” ჯობია თუ ის “ იმიჯი”, შარფი, შლაპა და “პახოდუ” პარტიით-პარტიებით ვაჭრობა…

ხალხი დაბეჩავებული და ისმის კვლავ მუდმივი “ყურს საზიზღრად სანდოდ და ახლობლურად მიჩვეული” ფრაზა ქართულ პოლიტიკაში აი ისეთი არაჩვეულებრივ გამოფენაში რომ ამბობს ლორთქია: ” მე ამისგან გავაკეთებ”… ნახტომი გაკლიათ “პაივცემულოაღმშენებლებო” ნახტომი.
არა და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს ამ წალკოტისგან ასე, რადგან “ვაჭრებსგან” აშენებული ქვეყანა ჯერ არ მინახავს!

ჩვენ ავაშენებთ მხოლოდ მაშინ, როცა ამ ვაჭრუკანულ, კორუფციულ სისტემას დავანგრევთ და ამას მხოლოდ ღირებულებებით, ბრძოლით შეძლებს ხალხი. აბა წავიდაააა “პოლიტიკოსებად ქცეულო ვაჭრებოოოოო” აბა წავიდაააააა: კურტკა 4000 ლარიიი, პალტო 3000 ლარიიი, მანქანა 200 ათასი ლარიიი, აგარაკი 3 მილიონიიი, ასეა სამწუხაროდ დღეს მხოლოდ სამშობლო ღირს ერთი ლარი, რომელსაც დიდი ფიროსმანი ახატია – სიკვდილის შემდეგაც ლარიანი “ერგო” (ეს ისე ვთქვი – იუმორი გადაგვარჩენს)✌️😂“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

“რაც მეტად დააჩმორებს ივანიშვილი ქართველებს, მით ნაკლებ ვალდებულებას იგრძნობს, რომ საერთოდ მიაწოდოს დენი მოსახლეობას…”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დენის საეჭვო მიზეზებით...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...