საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დენის საეჭვო მიზეზებით გათიშვებს კონკრეტული ინფორმაციებით და მწვავე შეფასებებით ეხმაურება:
“შევარდნაძის დროს დენი არ იყო იმიტომ, რომ მისი ენერგეტიკის მინისტრები, მათ შორის ერთ-ერთი მისი ოჯახის ძალიან ახლობელი დენს თურქეთში ყიდდნენ და საერთოდ დენის წილში ისხდნენ შუამავლები, მათ შორის რუსი მსხვილი აფერისტი ოლიგარქი, ჩუბაისი, შევარდნაძის ჩინოვნიკებთან ერთად.
ახლა დენი ითიშება და სულ უფრო ხშირად გაითიშება, იმიტომ რომ დენი მიდის ივანიშვილის ბიტკოინებზე, რომლებიც უფრო მეტ დენს მოიხმარენ ვიდრე ქალაქი თბილისი და ასევე დენის შენის შემოტანაში შუამავლები არიან უჩა მამაცაშვილი და ნოღაიდელი, რომელიც მთავარ მოწმედ ჰყავდათ მოყვანილი ჩემს წინააღმდეგ პროცესზე, ისევე როგორც შევარდნაძის დაცვის ყოფილი უფროსი სულხან პაპაშვილი. სხედან წილში და შესაბამისად განკარგავენ დენის ნაკადებს.
რაც მეტად დააჩმორებს ივანიშვილი ქართველებს, მით ნაკლებ ვალდებულებას იგრძნობს, რომ საერთოდ მიაწოდოს დენი მოსახლეობას და მით მეტად წაიღებს თავის ბიტკოინებზე. აი თუნდაც ამიტომ უნდა ამოვიღოთ ხმა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

