spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვერ ავუდივარ რუსეთზე მონატრებული ხალხის მესიჯებს...❤️🙏 მადლობა" -...

“ვერ ავუდივარ რუსეთზე მონატრებული ხალხის მესიჯებს…❤️🙏 მადლობა” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა მოსკოვში იმყოფება და თავის განწყობას ემოციური შეფასებებით გადმოსცემს:

ვერ ავუდივარ რუსეთზე მონატრებული ხალხის მესიჯებს…❤️🙏 მადლობა.

ძალიან მინდა, ჩემი ისტორიული სამშობლოდან რეალობა დაგანახოთ. სხვათა შორის, არც მე, არც მამამ და არც ჩემმა დებმა არ გადავიკეთეთ გვარები და გენეტიკას ბოლომდე პატივი ვეცით. საქართველო ჩვენთვისაც მხოლოდ ერთი სამშობლოა, რუსეთში წინაპრების საფლავებია, გვარის გადაკეთება კი მდაბიო საქციელი!

სამწუხაროდ ამ ბოლო დროს რატომღაც დაჟინებით ტყუილში ვაცხოვრებთ ერთმანეთს. ვიღაცეები აკაცუკებმა დააშინეს, ვიღაცეებმა თვითცენზურა დაიწესეს, რეალობა კი ასეთია:

  1. მოსკოვში გამართულად მუშაობს ქართული დიპლომატიური მისია,რომელსაც ახალი თავკაცი ყავს;
  2. ძალიან ბევრი ქართველია ჩამოსული საოპერაციოდ;
  3. უამრავი ქართველი მომღერალი მღერის როგორც სცენაზე, ასევე კორპორატიულებზე;
  4. ბევრ ეკლესიაში წირვა ქართულ ენაზე ტარდება;
  5. რუსეთის სუპერმარკეტებში ხუთჯერ ნაკლები ფასია ვიდრე საქართველოში და ყველაზე ძვირი ჩვენი მინერალური წყლებია.

ქართული ყველი, ღვინო, კონიაკი, მანდარინი და ა.შ. უხვადაა მაღაზიებში, თუმცა ვერ უძლებს საფასო კონკურენციას ფრანგულ და იტალიურ ანალოგებთან შედარებით.

კოკა-კოლაზე ადრეც დავწერე.

ყველგან საქართველოდან შემოტანილი იყიდება. ზოგადად “ქართული” – აქ ტრენდია.

რესტორნები საოცარი სახელებით – “სამეგრელო”, “ელარჯი”, “ვერა”, ” ვაკე”, “გურია”, “ჯონჯოლი”, “რაჭა”, “თბილისური ეზო” და ა.შ. ეს უკანასკნელი ეკუთვნის იგივე ქართველ ბიზნესმენს, რომელმაც კაჭრეთის ამბასადორი გახსნა. აქაც მისი რესტორნები და სასტუმროები ძალიან პოპულარულია. მოდით პირდაპირ გეტყვით, ქუჩაში მდგარი ხალხის პატრონებიც რუსეთის ბიზნესთან არიან ასოცირებულები.

ვერ ვხსნი ამ აბრაკადაბრას, მაგრამ ასეა.

გადატენილი თვითმფრინავები დღეში 6 რეისს ასრულებენ, მოსკოვში, აღარ ვამბობ პიტერზე და სოჭზე… უბრალოდ რატომღაც მერე ეთაკილებათ “მოსკოვებიდან” ფოტოების დადება, სამაგიეროდ ასი წლის წინ გადაღებულ ეიფელს დააკონწიალებენ ყველა სოც.პლატფორმაზე.

ორი დღის წინ ერთ მოსკოვურ ფეშენებელურ რესტორანში ვიყავი, სადაც ნაცნობი ქართველების ყიჟინა შემომესმა.

რესტორანი გაგიკვირდებათ და “მთლა” რუსული იყო, თავის ხიზილალიან-ასეტრინიანად. ასეთი “ფიშკა” აქვთ “Завтрак Бурлака” ჰქვია, სადაც მოაქვთ 4 პერსონაზე ერთი კილო შავი ხიზილალა და არაყი.

ხოდა გავიხედე ჩვენებს კარგად აქვთ შეზელილი черная, зернистая, თავის გაყინული ლიტრიანი “ბელუგათი”.

– აუ ლალ, გემუდარები ფოტო არ დადო რა – მომაძახეს დამშვიდობების დროს.
– მე არ დავდებ, მაგრამ არ გიტყდებათ?

ჩამოდიხართ კონფერენციებზე, რუსეთის ხარჯზე, სვამთ, ჭამთ და ვითომც აქ არაფერი…

– კაი რა, მერე რა გაუძლებს სოც.ქსელებში გა@რაკებას. ეს შენ უძლებ…
– მე მკიდია და ვთვლი, რომ სიმართლე ჯობია! ამაშია საქმე! როდემდე უნდა იცხოვროთ ამ სიცრუეში?

მოკლედ, ასეა ამბავი.

ყველაფერი ლაგდება, ბიზნესი ყვავის და ხალხი ერთმანეთს ეხუტება, ვისაც გსურთ დაინახეთ, ვისაც არ გინდათ და რა ძალაა…

ხო, არც “ფბ”-ს და არც სხვა პლატფორმას პრობლემა არ აქვს. აბა როგორ გწერთ?

ბედნიერი წლის ბოლო!❤️” – წერს სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, კარგად გაითვალისწინოს ყველამ!” – მეუფე იაკობი

"ერთი საქართველო, ძლიერი საქართველო ვაშენოთ", - ამაზე გაამახვილა ყურადღება...

“სასოწარკვეთილი ადამიანებით მანიპულირება ადვილია, ვშიშობ, რომ სწორედ ამას აკეთებენ გარკვეული პირები დიუშენის სინდრომით დაავადებულთა...

“სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი,...

“პრემიერის” აქტით გენერალ-მაიორად შერაცხული გაუყენეს რუსული ხომალდის გზას” – ნიკა გვარამია

მმართველ გუნდში განხორციელებილ საკადრო ცვლილებების გამომწვევ სკანდალურ მიზეზებზე აკეთებს...

“სინამდვილეში უ@რაკო დიქტატურა აქვს ბ–ნ ბიძინს” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის მიერ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ახალი საკონსტიტუციო სარჩელის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“ნეტა არ გადავირეოდეთ მთელი საქართველო…” – ნინო ჯანგირაშვილი

სოციალურ ქსელში პეტერ მადიართან დაკავშირებით დაფიქსირებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ერთად...