spot_img
მთავარიარჩევნები"ცესკო არ დატოვებს უყურადღებოდ არცერთ უსაფუძვლო ბრალდებას, ცილისწამებას...

“ცესკო არ დატოვებს უყურადღებოდ არცერთ უსაფუძვლო ბრალდებას, ცილისწამებას და დეზინფორმაციას, მიზანმიმართულ მცდელობას, რომელიც უწყების დისკრედიტაციისკენ იქნება მიმართული” – საარჩევნო კომისიის განცხადება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ“, – აღნიშნავს ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი და საარჩევნო კომისიის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიმართ გავრცელებულ არაზუსტ ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით, საჭიროდ მივიჩნევთ, დეტალურად განვმარტოთ ცესკოს მიერ 2023-2024 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს მთავარი გარემოება – გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარი არ არის რაიმე არსებით კანონდარღვევაზე, ფინანსური სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე ან სხვა სახის გადაცდომაზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ცესკოს საქმიანობის კანონიერებას და კეთილსინდისიერებას. ყველა საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ახსნა-განმარტება უწყებას წარდგენილი აქვს აუდიტის სამსახურში, ხოლო მიღებული 7 რეკომენდაციიდან 6 უკვე შესრულდა, 1 კი შესრულების პროცესშია და ატვირთულია აუდიტის სამსახურის შესაბამის ონლაინ პლატფორმაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხისმგებლობით ეკიდება აუდიტის თითოეულ რეკომენდაციას და მუდმივად მუშაობს საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებაზე.

ამის მიუხედავად დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ. ცდილობენ საკითხის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს გარკვეული პროცესები, მათ შორის შესყიდვების პროცესში ბაზრის კვლევა, თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, საწვავის ლიმიტების განსაზღვრა არ ხორციელდებოდა და დანამატები უსაფუძვლოდ და გადაჭარბებულად იქნა გაცემული.

სიმართლე კი შემდეგია:

ანგარიშში საუბარია სამუშაო დროის აღრიცხვისა და ხელფასის გაანგარიშების საკითხებზე – თუმცა დასკვნაშივე მითითებულია, რომ ცესკოს შენობის შესასვლელში ფუნქციონირებს ტურნიკეტი და აღნიშნულ მონაცემებს ამუშავებს კომპეტენტური სტრუქტურული ერთეული, მაგრამ აუდიტი თვლის რომ აღნიშნული ბიზნესპროცესი უმჯობესია სხვა ფორმით განხორციელდეს.

რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მივლინებებთან დაკავშირებულ საკითხს, აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიგნით მივლინებებისას, სასტუმრო მომსახურების სფეროში არსებული ბაზრის კვლევის სათანადო და სრულყოფილი შესწავლით, შესაძლებელი იქნებოდა ცესკოს მიერ სამივლინებო თანხების ეკონომიური ხარჯვა. განვმარტავთ, რომ ეს შეეხება ქვეყნის შიგნით ისეთ მივლინებებს, სადაც მონაწილეთა დიდი რაოდენობა იყო. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები შესაბამისი რაოდენობის ნომრებისა და საკონფერენციო სივრცის მქონე სასტუმროების გარდა, სხვაგან ვერ ჩატარდებოდა.

ზოგადად, შესყიდვების საკითხთან დაკავშირებით, დასკვნაშივე მითითებულია, რომ ცესკოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დადგინდა, რომ ცესკო ბაზრის კვლევას ახორციელებდა არანაკლებ 2 მომწოდებელთან კომუნიკაციით.

რაც შეეხება ე.წ. Design-build მეთოდით განხორციელებულ შესყიდვას, ამ მეთოდით გამოცხადებული ტენდერის შედეგად მოეწყო ცესკოს საოპერაციო/სასაწყობო ინფრასტრუქტურა, რომელიც თავისი ფუნქციური დანიშნულებით საკვანძო რგოლია ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არჩევნების ჩატარებისას. უდავოა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბრის თვეში შესული ცვლილებებისა და კონსოლიდირებული შესყიდვის საფუძველზე, საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების მიწოდების თაობაზე 2023 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, არსებობდა შესაბამისი საოპერაციო/სასაწყობო სივრცის უკიდურესად შემჭიდროებულ ვადაში მოწყობის დასაბუთება და აუცილებლობა, რაც წარმატებით და სამაგალითოდ განხორციელდა. თავის მხრივ, კონცეპტუალური პროექტის შემუშავების მიზნით, კონკურსისა თუ ტენდერის გამოცხადება პროექტის დროულად დასრულებას საფრთხეს შეუქმნიდა, რის გამოც, სამუშაოს მოცულობები განისაზღვრა ცესკოს მიერ დაქირავებული პირის მიერ. სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე შეირჩა პროექტის განხორციელების შესაბამისი მოდელი, რომელმაც უზრუნველყო სამუშაოების დროული და წარმატებული დასრულება.

რაც შეეხება საწვავის ლიმიტების განსაზღვრის წესის შემუშავების შესახებ აუდიტის რეკომენდაციას, აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ ყოველთვიური საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნად დაბალი იყო განსაზღვრულ ლიმიტებთან შედარებით და ადგილი არ ჰქონია ლიმიტის გადაჭარბებას ან არამიზნობრივ გამოყენებას, რის გამოც გაიცა რეკომენდაცია შესაბამისი წესის შემუშავება/დახვეწასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება თანამდებობრივი სარგოს საკითხს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2023 წელს ჯამურად გაცემული დანამატის ოდენობამ შეადგინა თანამდებობრივი სარგოს 12.5%, ხოლო 2024 წელს – 12.3%.

საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულ ყველა პირთან მიმართებით (კომისიის წევრები, საჯარო მოხელეები, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები) თანხები გაიცემოდა ცესკოს – როგორც კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილი წესების შესაბამისად. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დანამატის გაცემის აღნიშნულ წესებს, სრულად ითვალისწინებს მოქმედი საარჩევნო კოდექსის შესაბამისი ნორმებიც.

გვსურს ხაზი გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ 2023-2024 წლების განმავლობაში გაიმართა სამი არჩევნები (ორი შუალედური/რიგგარეშე, ერთი სრულმასშტაბიანი საპარლამენტო). შესაბამისად, აუდიტის ანგარიშში მოყვანილი ჯამური თანხა 80 მილიონი ლარი შეადგენს 2 წლის განმავლობაში გაცემული თანხების ჯამს. აღნიშნულ პერიოდში დანამატი გაცემულია საარჩევნო ადმინისტრაციის 1 716 თანამშრომელზე, ხოლო სარგო 59 309 თანამშრომელზე (მოიცავს საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე დონეს: ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ანგარიშში ასახული საკითხები სწორედ ბიზნესპროცესების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული და კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ადგილი არ ჰქონია არსებით გადაცდომას ან დარღვევას.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაო და ის რეკომენდაციები, რომელიც გაიცა ცესკოს მიმართ. მოკლე დროში რეკომენდაციების თითქმის 100%-იანი შესრულებაც იმის დადასტურებაა, რომ უწყება პასუხისმგებლობით უდგება ამ საკითხს და მოტივირებულია არსებული ბიზნესპროცესი კიდევ უფრო გააუმჯობესოს, ეფექტური გახადოს და დაუახლოოს კარგ პრაქტიკას და სტანდარტებს. ცესკო ყოველთვის ღიაა საზოგადოებრივი კონტროლის, პროფესიული კრიტიკისა და ანგარიშვალდებულებისთვის, თუმცა არ დატოვებს უყურადღებოდ არც ერთ უსაფუძვლო ბრალდებას, ცილისწამებას და დეზინფორმაციას, მიზანმიმართულ მცდელობას, რომელიც უწყების დისკრედიტაციისკენ იქნება მიმართული.

დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობა ეფუძნება ფაქტებს, გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობას. სწორედ ამ პრინციპებით აგრძელებს ცესკო საქმიანობას და მომავალშიც უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და ეფექტიანობას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაცემა, რომელიც დაცემაა… არ აკანკალდა ობიექტივი, არ შეწყდა გადაღება…” – ლალი მოროშკინა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე...

“გთხოვთ, ნუ აჰყვებით არასწორ ინტერპრეტაციებს, რომლებიც სცდება რეალობას და ზიანს აყენებს როგორც ბავშვების, ისე...

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მოხდა არასასიამოვნო...

“როცა ბავშვი შენს თვალწინ ეცემა, სიმღერა უნდა ჩერდებოდეს და არა ადამიანობა” – ლაშა ფარულავა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მოხდა არასასიამოვნო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...

“სანამ საკუთარ თავს და ძალას არ ვირწმუნებთ, მარცხის გამარჯვებას ვიზეიმებთ სულ!” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და საზოგადოების მიდგომებზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი...