spot_img
მთავარიგართობა და დასვენებაბათუმმა "ზაფხულის ფესტივალს" უმასპინძლა

ბათუმმა “ზაფხულის ფესტივალს” უმასპინძლა

20-21 ივნისს, ბათუმმა “ზაფხულის ფესტივალს” უმასპინძლა, რითიც აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ყველაზე ფერადი ფესტივალი, რომელსაც ბათუმი ყოველწლიურად მასპინძლობს, წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართა უცვლელი სლოგანით ,,ზაფხული იწყება აქ“.

ულამაზესი საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალე სივრცეში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დასწრებოდნენ. ფესტივალის სტუმრების წინაშე წასდგნენ ადგილობრივი და მოწვეული ბენდები: „ურსა“, „კახაბერი და ხანუმები“, „MIX2RA”, თიკა ბალანჩინი და „New One”, „ემოცია“, 4 up, „ლათინო ორკესტრალი“, SEENთეზი, ჯგუფი 1/4 და ლინდა ადამია, ,,La Fiesta”, ,,Why Not” და ,,Ocean Drive”.

ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სივრცეში 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი ფუნქციონირებდა, რომლებიც სტუმრებს საზაფხულო მენიუს სთავაზობდნენ. ფესტივალზე მიმდინარეობდა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც, სადაც 150-მდე მეწარმე თავიანთ პროდუქციას სთავაზობდა სტუმრებს. ფესტივალი დიჯეებმა DJ Guri de Sal და DJ ბენე დაასრულეს.

ინფორმაციას  ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

🦅 ბატკანძერი, იგივე კრავიჭამია (Gypaetus barbatus), მაღალმთიანი ეკოსისტემების ბინადარია

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი საინტერესო მასალა -...

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

“რაში სჭირდება მმართველ პარტიას ამდენი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი?” – გოჩა მირცხულავას განმარტება-ვარაუდები

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, ამ ბოლო პერიოდში გახშირებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით,...