ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ლოგიკურ შეუსაბამობაზე აკეთებს მინიშნებას, “ოქროს მილიარდის” შესახებ კონსპიროლოგების თეორიასთან დაკავშირებით:
“ალბათ ყველამ იცით კონსპიროლოგების საყვარელი თეორია “ოქროს მილიარდის” შესახებ. ანუ მილიარდამდე რომ უნდა შეამცირონ დედამიწის მოსახლეობა პანდემიებით, ომებით, საწამლავი წამლებით, ვაქცინაციებით, არაჯანსაღი პროდუქტით და ა. შ.
კი ბატონო, დაუშვათ ასეა, მაგრამ მთელს მსოფლიოში საამშენებლო ბუმი რომ არის, მუდმივად რომ შენდება ახალი საცხოვრებელი კომპლექსები, გასართობი ინდუსტურიის ობიექტები, სამკურნალო დაწესებულებები, ახალი წარმოებები – ამას რატომ აკეთებენ, რაც უკვე არის, იმ მილიარდს არ ეყოფა? თან ხალხს ამცირებენ და თან ისეთ ეკონომიკაში დებენ ფულს, რაც რაოდენობრივად მეტმა ადამიანმა უნდა მოიხმაროს, თორემ გადაყრილი ფული იქნება🤔
ჩემი ძალიან შეზღუდული ცოდნით ეკონომიკაზე, მართლა ვერ ვხვდები და ეგებ ვინმემ ამიხსნათ რას დააფუძნეს ეს “ოქროს მილიარდის” კონსპიროლოგიური თეორია და რანაირად აიყვანეს რწმენის დონეზე? ისეთი ადამიანისგან მოვისმინე, რომ თმები ყალყზე მიდგას და ფენიც არ მშველის“, – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.

