spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიოპოზიციის ბოიკოტი ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას

ოპოზიციის ბოიკოტი ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 29-ე სხდომას საკრებულოს ოპოზიციური პარტიის დეპუტატები არ დაესწრნენ, რაზეც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მარეხი ნიჟარაძემ კრიტიკული შენიშვნა გააკეთა.

მან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი დეპუტატების მორალურ ვალდებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამგვარი საქციელი ამომრჩევლის აბუჩად აგდებაა. ნიჟარაძის თქმით, ბოიკოტი გამოსავალი არ არის და ოპოზიცია ვალდებულია საკრებულოს საქმიანობაში ჩაერთოს, რათა მისი ამომრჩევლის ინტერესები დაიცვას:

დიდი ხანია რაც ოპოზიციის წარმომადგენლები საკრებულოს სხდომებზე არ გამოჩენილან. ბოიკოტი გამოსავალი არ არის, ისინი ვალდებული არიან ჩაერთონ საკრებულოს საქმიანობაში, გამოხატონ მათი აზრი, თუნდაც კრიტიკული და საკუთარი ამომრჩევლის პოზიცია დააფიქსირონ. ისინი ასევე არიან სხვადასხვა კომისიებში და რასაც ახლა აკეთებენ, ეს არის მათი ამომრჩევლის აბუჩად აგდება. მე მათ ადგილზე, თუ ბოიკოტს გამოვუცხადებდი საკრებულოს, სადაც ამომრჩევლების წყალობით მოვხვდი ხელფასზე, საწვავზე და სალაპარაკო ბალანსზეც უარს ვიტყოდი.

მართალია, კანონმდებლობით ბოიკოტის 6 თვიანი უფლება აქვთ, მაგრამ მე ვსაუბრობ მათ მორალურ ვალდებულებებზე, რაც ამომრჩევლის წინაშე აქვთ აღებული – ეს არის სამსახურეობრივი ვალდებულების შესრულება და არა დესტაბილიზაციისათვის ქუჩაში დგომა,“- განცხადა მარეხი ნიჟარაძე.

ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ისინი კოორდინირებულად მოქმედებენ და თანამშრომლობის აზრს ვერ ხედავენ იმ თვითმმართველობასთან, რომლის წევრებიც ქალაქის ინტერესების დაცვის ნაცვლად, პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებული. გიგა შუშანიას თქმით, ქუთაისის საკრებულო ჩამოყალიბდა არანორმალური ადამიანების გაერთიანებად, რომლებიც კვერცხების სროლით და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებით არიან დაკავებული:

ჩვენი ბოიკოტის გამომწვევი მთავარი ფაქტორი ეს იყო ივანიშვილის მიერ ქართული საზოგადოების გადაგდება და პროპორციული არჩევნების დაპირების უკან წაღება.

რაც შეხება ქუთაისის საკრებულოს, ეს არის ნოტარიული ბიურო, რომელიც ისე ამტკიცებს საკითხებს, რომ ერთი შენიშვნაც კი არავის უჩნდება, სადაც ყველა ერთ აზრზეა.

ვიდრე ჯანსაღი გარემო არ შეიქმნება სხდომებზე ჩვენი დასწრების აზრს ვერ ვხედავთ. ყველა ოპოზიციური პარტია ამ საკითხში ვარ ერთსულოვანი და ეს არის ერთობლივი გადაწყვეტილება.

თუმცა ჩვენ ამომრჩევლებთან გვაქვს პირადი შეხვედრები და მედიის დახმარებითაც ვკონტაქტობთ საზოგადოებასთან. კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არაა,“ – განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბატონო ბიძინა, ტყუილად უხდით ფულს თქვენს პროპაგანდისტებს და PR სპეციალისტებს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს და...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...