spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნაციონალური მოძრაობის" რებრენდინგი არის ბლეფი" - კახა კალაძე

“ნაციონალური მოძრაობის” რებრენდინგი არის ბლეფი” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი არის წარმოუდგენელი, პარტიის წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, და რებრენდინგი მხოლოდ პიარზე გათვლილი ნაბიჯია.

როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენებს იმას, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია ოპოზიციაში.

ვინ უნდა გააკეთოს რებრენდინგი? როგორ წარმოგიდგენიათ ამ კონკრეტული დაჯგუფების რებრენდინგი, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რაც ცხრა წლის განმავლობაში, 2012 წლამდე ხდებოდა საქართველოში. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ უსწორდებოდნენ და რა დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველ ხალხთან.

ნახეთ, ვინ არიან ეს ადამიანები, როგორია მათი წარსული. როგორ შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი, ეს წარმოუდგენელია. ეს არის ჩვეულებრივი ბლეფი და პიარულად შეფუთული ქმედებები, თუმცა რეალობაში ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ და რით იყო დაკავებული წლების განმავლობაში, ხელისუფლებაში ყოფნისას.

როდესაც გაქვს იმის პრეტენზია, რომ იყო პოლიტიკაში, წარმოუდგენელია, გქონდეს ის დამოკიდებულება ხალხთან, რა დამოკიდებულებაც მათ ჰქონდათ. დღეს ისინი აჩვენებენ იმას, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, როდესაც ოპოზიციაში იმყოფება. აი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უცნაური სასჯელია პოეტად ყოფნა – სამყაროს, როგორც მეტაფორას ისე უყურებ” – გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

ანა დოლიძე: “ეს კვირა უმძიმესი იყო ივანიშვილის მთავრობისთვის”

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს და...

“მჯერა საქართველოს მომავლის და მისი ახალგაზრდობის კეთილი, დიდი, ლამაზი შარავანდედით შემოსილი წარმატებული სამშობლოს განთიადის”...

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ...

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...