spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მაშინ, როცა ორჯონიკიძეებისა და ფილიპე მახარაძეების მიმდევრებიც კი...

“მაშინ, როცა ორჯონიკიძეებისა და ფილიპე მახარაძეების მიმდევრებიც კი ღიად ეკრძალვოდნენ დაბეზღებას, ივანიშვილის მიმდევრები ამით “კაცობენ” და “ქალობენ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას პარალელები, მძიმე შეფასებებით, გასული საუკუნის 30-იან წლებსა და დღევანდელობას შორის:

გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების ამსახველი დოკუმენტების გასაჯაროება არ შეიძლებაო, ამბობდნენ, რადგან ამ რეპრესიებში მონაწილე ადამიანების შთამომავლები ძალიან დაზარალდებიან, შეიძლება საზოგადოებიდან მოიკვეთონ და ცალკეულ შემთხვევებში სუიციდამდეც მივიდეს საქმეო. მახსოვს ასეთი მსჯელობები.

მაშინ, იმ ჯოჯოხეთურ წლებშიც, ღია დასმენებს ერიდებიდნენ და ფორმალურად მაინც ცდილობდნენ ადამიანის სახის შენარჩუნებას.

ბრალდებები უცვლელია მაშინაც და ახლაც, დასავლური იმპერიალიზმის აგენტობისთვის ასმენენ ადამიანებს, მაგრამ სახე ისე დაკარგეს, რომ საკუთარი შვილების, შვილიშვილების, მეზობლების, ნათესავების თვალწინ უშვებენ ადამიანებს ციხეში, ტოვებენ შვილებს მშობლების გარეშე, ცოლებს ქმრების გარეშე, ქმრებს – ცოლების.

ცოტა ხანში, ალბათ, ამათი შვილები და შვილიშვილები ერთმანეთს გაეჯიბრებიან ვის მამას, ბებიას და ბაბუას მეტი ადამიანი ჰყავს დასაჭერად გამეტებული.

მაშინ, როცა ორჯონიკიძეებისა და ფილიპე მახარაძეების მიმდევრებიც კი ღიად ეკრძალვოდნენ დაბეზღებას, ივანიშვილის მიმდევრები ამით “კაცობენ” და “ქალობენ“, – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მჯერა საქართველოს მომავლის და მისი ახალგაზრდობის კეთილი, დიდი, ლამაზი შარავანდედით შემოსილი წარმატებული სამშობლოს განთიადის”...

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!” –...

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკოსების მიმართ დაჩქარებულმა სასამართლო პროცესებმა და მოსალოდნელმა...