spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოში ფსევდოლიბერალური ღირებულების, ერთსქესიანთა ქორწინების, ერთსქესიანი წყვილების მიერ...

“საქართველოში ფსევდოლიბერალური ღირებულების, ერთსქესიანთა ქორწინების, ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილად აყვანის პროპაგანდა არ გავა” – დავით მათიკაშვილი

სამწუხაროდ, გამოწვევები მხოლოდ საქართველოსთვის არ არის, მთელი მსოფლიოსთვისაა. სხვა ერებიც ძალიან ბევრს ფიქრობენ როგორ დაიცვან საკუთარი თვითმყოფადობა და ზნეობა, მოჭარბებული, მომძლავრებული ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდისგან. ამ მოცემულობაში დაიკარგა ის საფუძველთა-საფუძველი თუნდაც, „ენა, მამული, სარწმუნოების“ სახით, რომელიც სწორედ, ილიასეული ლიბერალობის საფუძველი იყო“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ზუგდიდში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ იხილა მცდელობა, რომ ამ სამი საუნჯიდან ერთ-ერთი – „სარწმუნოება“ შეეცვალათ „ერთობით“.

ერთობის წინააღმდეგი არავინ არის, მაგრამ სარწმუნოების ამოღება ხომ ფაქტობრივად ეკლესიასთან ჩვენი ფუნდამენტური, ძირეული კავშირის გაწყვეტას ნიშნავს, რაც მეოთხე საუკუნიდან დაწყებული, ჩვენი ერისთვის ენასთან და მამულთან ერთად არის ძირითადი ღერძი, არქიტექტურა ქართული მენტალობის, სინდისის და კულტურის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ჩვენი კულტურა, ზნეობა და მორალი ვერ შეიწყნარებს იმ ღირებულებებს, რასაც ფსევდოლიბერალური ჰქვია და რაც ეწინააღმდეგება ოჯახურ ღირებულებებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმცირესობის უფლებები კანონით არის დაცული, თუმცა ამავდროულად, დაცული უნდა იყოს მოსახლეობის უმრავლესობის უფლებები.

საკონსტიტუციო განხილვის ღერძი არის, რომ თუკი უმცირესობის უფლებები არის (და უნდა იყოს კიდეც) ქვეყანაში დაცული, ამავდროულად, უხეშად ნურავინ ჩაერევა ქართულ ზნეობასა და მენტალობაში. ჩვენ გვაქვს იმისი სრული უფლება, რომ მთელი მსოფლიოს გასაგონად ვთქვათ – საქართველოში ფსევდოლიბერალური ღირებულების, ერთსქესიანთა ქორწინების, ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილად აყვანის პროპაგანდა არ გავა. ეს იქნება აკრძალული, ეს იქნება დაუშვებელი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

“რაც მეტად დააჩმორებს ივანიშვილი ქართველებს, მით ნაკლებ ვალდებულებას იგრძნობს, რომ საერთოდ მიაწოდოს დენი მოსახლეობას…”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დენის საეჭვო მიზეზებით...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...