კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისოზარ სუბარი: კონსტიტუციური ცვლილებები დაიცავს ჩვენს ტრადიციას, ღირებულებებს,...

სოზარ სუბარი: კონსტიტუციური ცვლილებები დაიცავს ჩვენს ტრადიციას, ღირებულებებს, სარწმუნოებას და მომავალს – ჩვენს შვილებს!

ჩვენ განვიხილავთ კანონპროექტს, რომელსაც ჰქვია „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, იგი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს არის გარკვეული ღირებულებების დაცვა და ეს ღირებულებები არის ოჯახი, ეს ღირებულებები არის ჩვენი არასრულწლოვანები“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე.

მისი თქმით, დღეს დაახლოებით 10 მილიონი ბავშვი იზრდება ერთი და იმავე სქესის ადამიანების მიერ შექმნილ ოჯახებში, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დაახლოებით 2-ჯერ, ზოგ შემთხვევაში, 3-ჯერ მეტიც არის ფსიქიკური და ემოციური გადახრები იმ ბავშვებში, რომლებიც ასეთ ოჯახებში იზრდებიან:

როცა ეს ბავშვები ხდებიან სრულწლოვანები, როდესაც მათ მოუნდებათ ისაუბრონ თავის გადატანილ ტრავმებზე, ბავშვობაში გადატანილ ტკივილზე, უცებ აღმოჩნდება, რომ ყველა საშუალება ამისთვის ჩაკეტილია – სოციალური ქსელები, მედია, რადიო, და ა. შ. უცებ აღმოჩნდება, რომ სწორედ ადამიანის უფლებები არ არის დაცული იმ ქვეყნებში, სადაც ძალას იღებს ეს ლგბტ პროპაგანდა და სადაც მისი ლობი ძალიან აქტიურად მუშაობს. ადამიანს არ ეძლევა თავისი აზრის, შეხედულების, პირადი განცდილის გამოხატვის უფლება. ერთი მხრივ, ირღვევა ბავშვის უფლება, მეორე მხრივ, ირღვევა გამოხატვის თავისუფლება, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს რა ტკივილთან არის დაკავშირებული, როდესაც ასეთ ოჯახებში იზრდებიან ბავშვები. ფაქტობრივად, ადამიანის უფლებების დაცვა კი არ ხდება, არამედ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ არის ბრძოლა“, – აღნიშნა „ხალხის ძალის“ ლიდერმა.

სოზარ სუბარის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ იმ ბრძოლაში, რომელსაც ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა ჰქვია, საქართველო მარტო არ არის:

ამ მიმართულებით გაცილებით მკაცრი კანონმდებლობაა პოლონეთში, უნგრეთში და ევროპის არაერთ ქვეყანაში. ბევრ ქვეყანაში შეიძლება დღეს არ არიან ის ძალები, ვინც ამას იცავენ, თუმცა წელს არაერთ ევროპულ ქვეყანაში არის არჩევნები და სწორედ ასეთი ტრადიციების დამცველი კონსერვატიული ძალები არიან წინა პლანზე, რომლებსაც გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვთ. ასე, რომ არ იფიქროთ, საქართველო მარტოა და ჩვენ ისეთი რამ გამოვიგონეთ რაც მსოფლიოში არსად არ ყოფილა. ამგვარად, ეს არის ის კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ჩვენს ტრადიციას, ღირებულებებს, სარწმუნოებას, ჩვენ მომავალს – ჩვენს შვილებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...