spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - ემიგრაციის თაობებია ქუთაისში, ამიტომ ვამბობთ,...

გიორგი ვაშაძე – ემიგრაციის თაობებია ქუთაისში, ამიტომ ვამბობთ, რომ ხალხმა უნდა გაიმარჯვოს 26 ოქტომბერს, ეს არის ჩვენი მიზანი

რა დაგიშავათ ქუთაისმა, ხანდახან ეს კითხვა მაქვს. საპარლამენტო ქალაქის სტატუსი წაართვით, არაფერი ქვა-ქვაზე არ დაგიდიათ, არაფერი გაგიკეთებიათ. გელათს, რომელიც ერთიანი საქართველოს ისტორიის სიმბოლოა, ასე უდიერად ეპყრობი და ახლა კობახიძემ ამდენი წლის შემდეგ თქვა, რომ დავინტერესდებიო,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა.

“გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერი, საუბრისას ქუთაისში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას შეეხო და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ქუთაისში ემიგრაციის თაობები შეიქმნა.

ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება არჩევანი უმუშევრობასა და სამუშაო ადგილების შექმნასა და განვითარებასა და განუვითარებლობას შორის:

გუშინ მიუნხენში შეიკრიბნენ მსოფლიოს ლიდერები, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ეძებდნენ, თუ სად ჩადონ ინვესტიცია, ევროპელი ლიდერები კი საუბრობენ საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე, თუ იცით, რა გააკეთა ივანიშვილის პარტიამ ამ დიდ შეკრებასთან მიმართებაში? – ბოიკოტი გამოუცხადა, ანუ ევროპას, ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებს ბოიკოტი გამოუცხადა, სამაგიეროდ, ვისი ინტერესები დაიცვა? – ივანიშვილის პარტიამ დაიცვა ივანიშვილის ინტერესები.

ეს არის უკუღმართი სიტუაცია, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენ გვყავს პარტია ხელისუფლებაში, რომლისთვისაც უპირველესია ივანიშვილი და არა სამშობლო, გვყავს პარტია, რომლისთვისაც თავისი ჯგუფი ძალიან მნიშვნელოვანი და არა ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნიდან წავიდნენ და სამუშაო ადგილს ეძებს.

ქუთაისში ვართ ახლა, კითხვას ვუსვამ ივანიშვილსა და მის პარტიას, რა დაგიშავათ ქუთაისმა, მართლა რა დაგიშავათ ქუთაისმა, ხანდახან ეს კითხვა მაქვს. საპარლამენტო ქალაქის სტატუსი წაართვით, არაფერი ქვა-ქვაზე არ დაგიდიათ, არაფერი გაგიკეთებიათ. გელათს, რომელიც ერთიანი საქართველოს ისტორიის სიმბოლოა, ასე უდიერად ეპყრობი და ახლა კობახიძემ ამდენი წლის შემდეგ თქვა, რომ დავინტერესდებიო.

ქუთაისში რამე გააკეთეს? – არაფერი. ულამაზესი ხალხი, თავისი კულტურით, რომელიც საზრდოა მთელი საქართველოსი – რა უქნეს ადამიანებს? – გააქციეს ქვეყნიდან. ქუთაისში ნახავთ ყველაზე დიდ უსამართლობას, რომ მშობლები, რომელთაც საპენსიო ასაკს მიაღწიეს, დაბრუნდნენ ემიგრაციიდან და ახლა მათი შვილები იზრდებიან მშობლების გარეშე. ემიგრაციის თაობებია ქუთაისში.

ახლა აშშ-ში რომ ვიყავი, ნიუ-ორკში, „გუგლის“ ოფისში მქონდა შეხვედრა, უამრავ ქართველს ნახავ. კაფეში ვიყავი ბურგერის საყიდლად და ქართველი გოგო მუშაობდა, ვკითხე, თუ საიდან იყო და მითხრა, რომ ქუთაისიდან იყო, საფიჩხიიდან. დიდი უსამართლობაა, როცა მშობლებიც და შვილებიც წასულები არიან უმუშევრობის გამო და ამ პირობებში, ივანიშვილის პარტია რას აკეთებს?- ისევ ცრუ დილემები, ცრუ დაპირებები, მთელი სამი კვირაა კითხვას ვუსვამთ – თუ რატომ არაა სამუშაო ადგილები და როგორ აპირებენ მის შექმნას? – პასუხი არ ჩანს. ამიტომ ვამბობთ, რომ ხალხმა უნდა გაიმარჯვოს 26 ოქტომბერს, ეს არის ჩვენი მიზანი.

სანამ ამ ქვეყანას არ ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს ხალხზე, ქვეყანას არაფერი ეშველება. ცინიზმი, ქილიკი, ციფრებით მანიპულაცია – ამით ყველა დაიღალა. რამე ადამიანურს იტყვი, მათი მხრიდან აგდებული დამოკიდებულება მოდის, ისინი ხალხს ეპყრობიან ასე, ჰგონიათ, რომ მაინც რაღაცას მოატყუებენ. ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკა ორნიშნად გაიზარდა, ნამდვილად, საქართველოს ეკონომიკა 1 სულ მოსახლეზე უფრო მეტია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში, მაგრამ კითხვას ვსვამ სომხეთსა და აზერბაიჯანში, ოფიციალური სტატისტიკით, უმუშევრობა უფრო დაბალი რატომ არის? საქართველოში რატომ არის მეტი? იმიტომ, რომ ელიტა ზემდიდარია, ხალხი უკიდურესად გაჭირვებული!

ვეუბნებით, რომ ემიგრანტებს მივცეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რაზე დგას დღეს საქართველოს ეკონომიკა? – ემიგრანტების გადმორიცხულ თანხებზე და ამ გადმორიცხული თანხიდან ისევ ფულს იპარავს ივანიშვილის პარტია და ზუსტად ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ, მაგრამ ამ ადამიანების ფულს რომ იპარავენ, მაგის უფლება აქვთ? ამას წინ გვკითხეს საოკუპაციო ზოლთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პირობები. საოკუპაციო ზოლთან უნდა განვითარდეს ეკონომიკა, რომ იქიდან ხალხი არ გარბოდეს.

სწორედ ამაზე დაიწყეს ქილიკი, რომ მერსედესი როგორ ახსენეთო. რუსეთში თუ შეიძლებოდა ფოლკსვაგენის წარმოება, ჩვენთან რატომ არ შეიძლება? მაგრამ როცა შენი მთავრობის წარმომადგენელი არ ჩავა და არ შესთავაზებს ქვეყნის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას, თუ არ ჩამოიტანე ინვესტიცია, ხომ არაფერი იქნება? ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ანაკლიას დასცინოდნენ, როცა მიშა აკეთებდა ამას, ქუთაისის აეროპორტს დასცინოდნენ. უბრალოდ ანაკლიას იმიტომ ვამბობ, რომ საოკუპაციო ზოლია ხომ იქაც, ფაქტობრივად. მანდ თუ შეიძლება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება და ინვესტიციების შეტანა, რატომ არ შეიძლება სხვაგან? 12 წელია გააჩერეს ლაზიკას პროექტი და ამბობენ ახლა, პორტი უნდა ავაშენოთო, სად აშენებენ, საოკუპაციო ზოლი არ არის? იქით ამბობენ, რომ ეს შეუძლებელია.

როგორც წასულ წელს თქვენ გაიმარჯვეთ, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, ასევე ყველა ერთად გავიმარჯვებთ წელს აუცილებლად, იმიტომ, რომ ეს არჩევნები არის არჩევნები დასაქმებასა და უმუშევრობას შორის, ემიგრანტების დაბრუნებასა და ქვეყნიდან ხალხის გაქცევას შორის, ეკონომიკურ განვითარებასა და განუვითარებლობას შორის, თანაბრად დოვლათის გადანაწილებასა და ელიტის გამდიდრებას შორის – ეს არჩევნები გვაქვს და მერწუნეთ, ჩვენ ყველანი ერთად, მიშასთან ერთად, ქართველი ხალხისთვის ამ დიდ გამარჯვებას აუცილებლად ვიზეიმებთ,“ – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

“რაც მეტად დააჩმორებს ივანიშვილი ქართველებს, მით ნაკლებ ვალდებულებას იგრძნობს, რომ საერთოდ მიაწოდოს დენი მოსახლეობას…”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დენის საეჭვო მიზეზებით...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...