მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით ეხმაურება “ძლიერი საქართველო ლელოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე:
“სუსიდან” გამოაგდეს, ძალოვნების კოორდინატორობიდან გამოაგდეს, სქროლვა-სქრინვის სამსახურიდან გამოაგდეს და ამ ათას სამსახურზე გადამხტარ და ნაყალბევ გენერალ მაიორს ე.წ. პრემიერი, უკვე მეორე სახელმწიფო თანამდებობას არგებს და საგანგებო პორტფელს უქმნის…
ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – წერს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში.

