spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ ცვლილებებს, რომელიც რელიგიური ნაგებობისა...

“უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ ცვლილებებს, რომელიც რელიგიური ნაგებობისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გაამკაცრებს” – ანრი ოხანაშვილი

ჩვენი გუნდი უახლოეს პერიოდში დააინიცირებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის! ეს შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს, მაგალითად: მეჩეთს, სინაგოგას, კათოლიკურ თუ სხვა ტაძრებს“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გუშინ მომხდარმა ფაქტმა საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია:

ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია საზოგადოებისთვის სასულიერო მნიშვნელობის მქონე ადგილას, ეკლესიაში, ასეთი არაქრისტიანული ქცევა და, ზოგადად, ნებისმიერი რელიგიისთვის შეურაცხმყოფელი ქმედება, რომელიც რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების სერიოზულ და რეალურ საფუძველს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ ეს ანტიეკლესიური და პროვოკაციული ქმედება საჯაროდ მოწონებული და მხარდაჭერილია ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების მხრიდან, რაც ახალისებს რელიგიური ნიშნით სხვადასხვა მძიმე ქმედების ჩადენას. ამას ისიც ემატება, რომ ცალკეული პირები გამოჩნდნენ, რომლებიც თავს მართლმადიდებელ სასულიერო პირებად მოიხსენიებენ და საჯაროდ გამოდიან მოწოდებით: სამების ტაძრიდან შესაბამისი ხატის „გამოთრევით და მისი საჯაროდ დაწვით“.

რელიგიური ნიშნით ასეთი ძალადობრივი მოწოდებები, რა თქმა უნდა, არაქრისტიანულია და შეურაცხყოფს ჩვენს ეკლესიას, ისევე როგორც არის მძიმე პროვოკაციის შემცველი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ქცევა და მოწოდებები შეურაცხმყოფელი და სამართლიანად აღმაშფოთებელია ნებისმიერი რელიგიისა და მისი წარმომადგენლების მიმართ!

ამიტომ ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების სათანადოდ დაცვა, რათა არ დავუშვათ არცერთი რელიგიის შეურაცხყოფა!“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მართალია, სამების ტაძარში მომხდარი ფაქტი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კანონსაწინააღმდეგოა და შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, თუმცა ის პროპორციული არ არის:

„ამიტომ, ჩვენ უკვე დავიწყეთ აღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლა. შევისწავლით საერთაშორისო და, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მიდგომებს, გვექნება კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას მოვახდენთ.

ამასთანავე, პირველადი მოკვლევით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლისსამართლებივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს, მაგალითად: გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, საბერძნეთი, იტალია და ა.შ.

ჩვენი მიზანია, რომ არ დავუშვათ ტაძრების შეურაცხყოფა და თავიდან ავიცილოთ საზოგადოებაში რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“ვინმე “კერძო მესაკუთრე” 75 მილიონიან შენობას რომ ანგრევს, უფრო ძვირფასს რას აშენებს?” – ნიკა...

რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებას მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ამ უსამართლო ქვეყანაში აღარაფერი გვიკვირს, მაგრამ გზებზე არსებულ განუკითხაობას მაინც ნუ წაახალისებთ!” – ბაჩანა...

მმართველი პარტიის ინიციატივას ცალკეული კატეგორიის მძღოლებისთვის განახორციელოს ფართომასშტაბიანი ამნისტია,...