“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, “კლინიკა ვივამედიდან” გამოგზავნილი წერილით ერთგვარ წინსწრებად განცხადებას ავრცელებს:
“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც უშვერი სიტყვებით ვიხსენიებ ბიძინა ივანიშვილს, ან ვმუშაობ მისთვის სანქციების დაწესებაზე, ან ვამხელ რუსეთთან მის კავშირებს და მის ძალადობრივ ბუნებას, ვადასტურებ, რომ ეს ვარ მე“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

