ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს:
“წვრილ ბიზნესს რატომ აგდებთ ასეთ მძიმე მდგომარეობაში?
ამ წუთებშიც არ არის სიღნაღში შუქი!
სამაგიეროდ დადის ყველა სახის შემოწმება, საგადასახადოდან დაწყებული…
მალულად, ქურდულად შემოდიან და ბიზნესს აწიოკებენ!
ნამუსი???
საქართველოს მთავრობა, ირაკლი კობახიძე, პლატონ კალმახელიძე, არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი? ვის ინტერესშია ხალხის გაბოროტება და სიტუაციის გამწვავება?” – წერს სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა.

