spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებირელიგიურ-ეთნიკურ თემებს შორის სამუშაო შეხვედრა - "საქართველოს მრავალფეროვნება":...

რელიგიურ-ეთნიკურ თემებს შორის სამუშაო შეხვედრა – “საქართველოს მრავალფეროვნება”: ედო ჯავახიძისა და შორენა ლობჟანიძის შეფასება-განმარტებები

გამარჯვების პლატფორმის ფარგლებში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა ედო ჯავახიძემ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართულების ხელმძღვანელთან, შორენა ლობჟანიძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა ,,საქართველოს მრავალფეროვნება“ გამართეს საქართველოში რელიგიურ-ეთნიკურ თემებს შორის:

,,ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი აქტიურად იკვლევს საქართველოს ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების გამოწვევებს, რომელთა გადაჭრისთვისაც მოხდება შესაბამისი ხედვისა და პოლიტიკური დოკუმენტის შემუშავება.

სწორედ ამ მიზნით, დღეს შეხვედრა გავმართეთ სხვა და სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებთან.

საქართველოს საზოგადოების ერთიანობა, სოლიდარულობა და სრული სამოქალაქო ინტეგრაცია არის ფუნდამენტი, რასაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ყოველივე კი საჭიროა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ერთიანი ეროვნული ქსოვილის გასაძლიერებლად, ადამიანის უფლებების დაცვისთვის და ეკონომიკის განსავითარებლად“, – განაცხადა ედო ჯავახიძემ.

,,არადომინანტური ჯგუფების მიმართულებით დღეს სერიოზული პრობლემები და გამოწვევებია, რომელთა შორის უმთავრესია არსებული ბარიერები სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით. ამავდროულად, ერთია თუ არსებულ პრობლემებს როგორ აღვიქვამთ ჩვენ პოლიტიკური პარტიები, როგორ ვხედავთ მათი აღმოფხვრისა თუ მოგვარების მექანიზმებს და სრულებით მეორეა, თუ არადომინანტურ ჯგუფებს ან კონკრეტულ თემს რა სურს და რა მოლოდინი აქვს, როგორც სახელმწიფოსგან, ისე პოლიტიკური პარტიებისგან.

ამიტომ, უმნიშვნელოვანესია მსგავსი ტიპის კომუნიკაციები, სამუშაო შეხვედრები, სადაც დიალოგის ფორმატში ნებისმიერი დამსწრე შეძლებს საკუთარი თემის პრობლემების ჩვენამდე მოტანას, მათ განხილვას და მართებული გადაწყვეტილებებით შედეგზე გასვლას“, – განაცხადა განაცხადა შორენა ლობჟანიძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის თოჯინამ დღეს ხალხის ფული ახსენა…” – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...