spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ...

“ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ არის – ეს ქვეყნის ძარცვაა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე, მთავრობის მიერ გაცხადებულ გეგმებთან დაკავშირებით, მძიმე შეფასება-განმარტებებს ახდენს, რიგ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს:

თბილისის აეროპორტის გაფართოებაში თურქებმა და ფრანგებმა 150 მილიონი დოლარი უნდა ჩადონო. ამ მასშტაბის მშენებლობას მინიმუმ სამი წელი დასჭირდება, ანუ 2029 წლამდე. შემდეგ კი ამბობენ, რომ 2032 წელს ვაზიანში ახალ აეროპორტს გახსნიან. რა გამოდის-ამხელა ფული ჩადო ძველი აეროპორტის გაფართოებაში და სამი წლის შემდეგ დახურო?

ვაზიანის ახალი აეროპორტი(3,5 მილიარდი ლარი), ერთი მილიარდი ლარის ღირებულების ახალი საფეხბურთო სტადიონი, ერთი მილიარდი ლარის ღირებულების სამთავრობო კორპუსების აშენება არსენალის მთაზე, ასევე მილიარდი ლარის ღირებულების საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობა რუსთავის გზაზე და ქუთაისში და ა.შ.-ყოველივე ეს დიდი კორუფციული სქემის ნაწილია, სადაც „ოცნების“ პოლიტიკური და ბიზნესკლანი ასეულობით მილიონი ლარის მითვისებას აპირებს.

შესაძლოა, ყველაფრის წამოწყება ვერ მოახერხონ, მაგრამ რაღაც პროექტებს ხომ დაიწყებენ, თანხის ნაწილის მითვისებას ხომ მოასწრებენ და ბოლოს და ბოლოს, ივანიშვილ-რუხაძის ცემენტსა და არმატურასაც ხომ გაასაღებენ.

რასაც სჩადიან, ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ არის – ეს ქვეყნის ძარცვაა“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი...

“ნაციონალური მოძრაობის” რებრენდინგი არის ბლეფი” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი...

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ("ოპოზიციის სტრატეგია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...