spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითეა ახვლედიანი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოციქულ სვიმონ...

თეა ახვლედიანი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო

„აფხაზეთობის“ დღესთან დაკავშირებით, ა.წ. 23 მაისს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო. სამნავიანი ბაზილიკის ტაძარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების მოსახსენებლად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ფონდი „კანანელის“ და აფხაზეთის ომის ვეტერანთა ინიციატივით აშენდება. გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ და წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ ტაძრის საძირკველი აკურთხეს და ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის აშენებას საფუძველი სწორედ დღეს ჩაეყარა, როდესაც ჩვენ „აფხაზეთობას“ აღვნიშნავთ.

თითოეული ქართველისთვის და განსაკუთრებით აფხაზეთის მკვიდრთათვის დღევანდელი დღე განსაკუთრებული ემოციებით, უთბილესი და ამავდროულად, მეტად მწუხარე მოგონებებითაც არის გაჯერებული, ვინაიდან ჩვენ ერთნი ვართ, ჩვენ საერთო ისტორია, კულტურა და ტრადიციები გვაერთიანებს; ეს ტაძარიც, რომელიც 30 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში პროვოცირებულ და ინსპირირებულ შეიარაღებულ მოქმედებებში დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა ხსოვნისთვის შენდება, სწორედ ერთიანობის და შერიგების სიმბოლო გახდება.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ნდობის და მშვიდობის მშენებლობა, შერიგება, განვითარება არის ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოში ჩვენი ერთობლივი კეთილდღეობის და უკეთესი მომავლის მიღწევის უალტერნატივო გზა, რასაც ემსახურება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკა,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

„აფხაზეთობის“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ომის ვეტერანები.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

“რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა...

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...