spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ასეთია..." - გიორგი...

“ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ასეთია…” – გიორგი კეკელიძის სახალისო ისტორია

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორის, გიორგი კეკელიძის სახალისო ისტორია:

ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ასეთია:

ერთი იღვიძებს და გადაულაპარაკებს მეორეს: „გღვიძავს?“ – „კი, ერთი საათია გაშტერებული მაქ თვალები“. _ „იი და გუშინ რამინიეს გოგოს ამბავი გეიგე? რაფერ იმასუქნია დაბადებისდღეში
და მერე – ღობეა გასაკეთებელი. ღორი ძვრება. შაქარმა ფასი მოიმატა. პაკისტანში როგორი ქარიშხალი ყოფილა. ანტენაა შესაბრუნებელი სადგურისკენ. ვერ იჭერს კარგად.

განსაკუთრებით გრძელი და მისტიკური ეს საუბრები ზამთრობითაა, როცა დილას დადგომა უჭირს. მამალი კი ყივის პარალელურად და ტრადიციების სრული დაცვით. მერე ერთი რისკავს და დგება – ცეცხლს შეუნთებს.

ცეცხლი დილის სიკვდილს ნიშნავს. თუ პატარა ხარ, შენ ყველაზე გვიან წამოხტები. შესაბამისად, დილის შობას აკვირდები – როგორ იშორებს კედელი ნელ-ნელა ღამის ჩრდილებს და დაზეპირებული ოთახი იბადება.

ოთახში, კედლებზე მზერას შეხორცებულ სურათებს ამჩნევ: ლომონოსოვი მიდის სკოლაში – სწავლა არასდროსაა გვიან და დედა-სამშობლოც გვეძახის. ან სამი კაცი შუბებით, ავთანდილ-ტარილ-ფრიდონი რომ გგონია და ასაკის მატებისას «три богатыря» აღმოჩნდება და ან ლამაზი, მკერდგანახევრებული ქალის გადიდებული ფოტო, შენს რომელიმე წინაპრად რომ გეგულება, გაკრული რუსულის წაკითხვას რომ ლამობ და ბოლოს ჯინა ლოლობრიჯიდა შეგრჩება ხელში და ან უფრო იშვიათად: სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი. გვიან გაფერადებული ფოტო. გაზეთიდან ამოჭრილი ფურცელი. ზედ ვიღაცას 35 ოთხზე გაუმრავლებია ქვეშმიწერით და ან სრულიად რატომღაც – ჰემინგუეი. ჰემინგუეი, რომელიც ჩემი დიდი ბაბუა მეგონა.

გიფიქრიათ იმ სურათებზე, რომლებიც თავზე ბავშვობისას დაგყურებდნენ? ალბათ კი. მთელი რომანია ეგ ფიქრი“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“თითქმის ყველა, ვისაც ახლა ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ, ან გაქრება, ან პოლიტიკურ პერიფერიად იქცევა....

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“თითქმის ყველა, ვისაც ახლა ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ, ან გაქრება, ან პოლიტიკურ პერიფერიად იქცევა....

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან...