spot_img
მთავარიეს საინტერესოაერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ქალაქის ტურისტული პოტენციალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კულტურული მემკვიდრეობა და ბუნებრივი მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ბათუმი დღეს უკვე მხოლოდ ზაფხულის კურორტი აღარ არის და სულ უფრო მეტად იმკვიდრებს ადგილს პრემიუმ ტურიზმისა და საქმიანი მოგზაურობის მიმართულებით. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქალაქში წარმოდგენილია საერთაშორისო სასტუმრო ბრენდები, ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა და იზრდება მაღალი კლასის მომსახურებაზე მოთხოვნა.

ბათუმს არ სჭირდება მონაკოს, დუბაის ან ბარსელონას როლის თამაში. მისი შესაძლებლობა სწორედ იმაშია, რომ უკვე აქვს უცხოელი სტუმრების მისაღებად საჭირო ინფრასტრუქტურა და ამავდროულად ინარჩუნებს იმ ადგილის ენერგიას, რომელიც ჯერ კიდევ საკუთარი თავის დამკვირდების პროცესშია“, — წერს Forbes.

გამოცემა ბათუმის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად ქალაქის ავთენტურობას, შავი ზღვის სანაპიროს, ძველი ბათუმის არქიტექტურას, თანამედროვე ურბანულ განვითარებასა და აჭარის მრავალფეროვან ბუნებას ასახელებს. სტატიაში ასევე საუბარია ბათუმის ბულვარზე, ანბანის კოშკზე, ალი და ნინოს ქანდაკებაზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და დაცულ ტერიტორიებზე.

ძველი ბათუმის ხასიათი ყველაზე კარგად მის ქუჩებში სეირნობისას იგრძნობა, მანამდე, სანამ მზერა თანამედროვე კოშკებისკენ გადაინაცვლებს. დაბალი განაშენიანება, აივნები, ფერადი კარები და საღამოს შუქი ქმნის მასშტაბს, რომლის შეკვეთაც ახალ ინვესტიციასთან ერთად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ქალაქს საკუთარი ხასიათი აქვს. სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ ღირსშესანიშნაობებს შორის მოქცეულ ნეიტრალურ სივრცეში კი არ ხვდები, არამედ ქალაქში, რომელიც მაშინვე იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას,“ – აღნიშნულია სტატიაში.

Forbes Polska განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბათუმი სტუმრებს ოთხივე სეზონზე განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს — ზღვისპირა დასვენებიდან მთის ტურიზმამდე, გასტრონომიული კულტურიდან ღვინის მრავალსაუკუნოვან ტრადიციამდე.

Forbes-ის შეფასებით, ბათუმის მთავარი ღირებულება თანამედროვე ინფრასტრუქტურის, ავთენტური ქალაქის გარემოსა და აჭარის უნიკალური ბუნების ერთობლიობაშია, რაც მას შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო განვითარებად ტურისტულ მიმართულებად წარმოაჩენს.

სტატიის ლინკი იხილეთ – https://www.forbes.pl/life/batumi-w-gruzji-podroze-biznesowe-kuchnia-i-natura-adzarii/zgck52y

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“ტვინგაყინულ ქოცს არაფერი ეშველება და მაინც კრემლიდან წამოსულ, ამერიკული “დიპსტეიტის” ყოვლისშემძლეობაზე, ქოცურ ბოდვას დაუჯერებს,...

ლოგიკურ შეუსაბამობებზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე...

“პოლიტიკოსებმა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მოახდინონ სწორი პოლიტიკური ანალიზი და შესაბამისად იმოქმედონ” – მანანა...

კონკრეტული ფაქტების გახსენებით, პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს განიხილავს საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...