spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავის დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ...

“გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავის დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ თქვენ!” – გიორგი გახარია “ქართული ოცნების” ლიდერებს მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია საგანგებო ბრიფინგზე სპეციალურ განცხადებას აკეთებს ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. გახარია მიმართვას ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ წარმოებული პოლიტიკა არ შეესაბამება სიფრთხილესა და გონივრულობას:

,,დღეს საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა ისტორიას დრო მოუგოს და გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამით მოიპოვოს გრძელვადიანი სტაბილურობა, კეთილდღეობა და გარანტირებული მშვიდობა.

ევროპა მშვიდობაა! საპირისპიროდ, რუსეთთან მარტო დარჩენა კი ნიშნავს – ომს და ოკუპაციას! ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება, რომელმაც ბევრჯერ დაგვანახა, რომ დასავლეთთან ერთობის გარდა, სხვა გეოპოლიტიკური არჩევანი ჩვენს რთულ რეგიონში, სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს.

ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის. დღეს ,,ოცნება“ ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე. მათი საგარეო პოლიტიკა სწორედ ამ ლოგიკას ეყრდნობა. ამ გადამწყვეტ მომენტში ,,ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს და სვამს კითხვას – ,,გვინდა კი ასეთი ევროპა?!, ,,კარგია თუ არა თავისუფალი უვიზო მიმოსვლა ევროპასთან?

სულ მალე, ახალ კანონზე დაყრდნობით, აგენტს დაუძახებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ,,ოცნება“ ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით და მზად არის, ამისთვის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამ არჩევანის ფასის გადახდა ჩვენს შვილებს მოუწევს. ,,ნაციონალური მოძრაობა“ კი მზად არის ქვეყნის ევროპული მომავალი გაცვალოს მიშა სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში. ეს ის წითელი ხაზებია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე გადის. აქ კომპრომისი დაუშვებელია!

სწორედ ამიტომ, მივმართავ ,,ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს – ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები ხართ თქვენ! გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავის დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად კი გიყენებთ თქვენ! თქვენ უნდა იცოდეთ და გაიზაროთ, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარებიდან, ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” – მამუკა მდინარაძე

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...