spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს, სააკაშვილი ე.წ. მეგობრებთან ერთად ცდილობს, როგორმე დააღწიოს...

“დღეს, სააკაშვილი ე.წ. მეგობრებთან ერთად ცდილობს, როგორმე დააღწიოს თავი ციხეს” – კახა კალაძე

„ეს არის ერთიანად დაგეგმილი სქემა – სააკაშვილის საქართველოში შემოყვანა, შემდეგ ის კონკრეტული ქმედებები და განცხადებები, რომელსაც ვისმენთ და რომელიც რეალობას არ შეესაბამება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება გაწერილი სცენარის ნაწილი იყო, რომლითაც გადატრიალება და ხელისუფლების ჩამოგდება იგეგმებოდა:

რაც ხდება სააკაშვილთან მიმართებაში და რასაც აკეთებენ, ამაში მხოლოდ სააკაშვილი არ არის ჩართული, მასში ჩართულები არიან ე.წ. „ჩვენი მეგობრები“. მისი შემოყვანის დღიდან დაგეგმილი იყო ქვეყანაში მოეწყოთ გადატრიალება, დაპირისპირება, რევოლუცია, ხელისუფლების ჩამოგდება. მაგრამ ეს გეგმა ჩაუფლავდათ, არაფერი არ გამოუვიდათ და დღეს, სააკაშვილი ე.წ. მეგობრებთან ერთად ცდილობს, როგორმე დააღწიოს თავი ციხეს. ყველაფერი, რაც კეთდება – მისი ვითომ ჯანმრთელობის გაუარესება, არის დადგმული სცენარი, სპეკულირება. როდესაც ადამიანი არ იკვებება, მიზანმიმართულად არ იღებს შესაბამის კალორაჟს, შესაბამის საკვებს, ცხადია, დასუსტდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც ადამიანს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება.

საქართველო ყოველთვის ითვალისწინებს იმ აზრს, რაც ქვეყნისთვის და ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია და ეს არაერთხელ გვითქვამს. ვერ ნახავთ ვერცერთ ნაბიჯს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას. ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს სტატუსის მონიჭება და ევროპულ ოჯახში გაწევრიანება, მაგრამ ეს არის სუფთა პოლიტიკური სპეკულაციები.

ეს არის ერთიანად დაგეგმილი სქემა – სააკაშვილის საქართველოში შემოყვანა, შემდეგ ის კონკრეტული ქმედებები და განცხადებები, რომელსაც ვისმენთ და რომელიც რეალობას არ შეესაბამება. ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, როგორც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისთვის, მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის მოქალაქეებმა იცოდნენ სიმართლე.

ერთი წამით არ გადაგვიხვევია იმ გზიდან, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია, მაგრამ როდესაც ვისმენთ ასეთ აბსურდულ განცხადებებს, არარეალურ რეზოლუციებს, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან ექნება რეაგირება და შესაბამისი პასუხები, რადგან ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესს და ეს ასე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...