spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისის მერიის "სოციალური მზრუნველობის სააგენტომ" კონფერენციაზე 2-წლიანი საქმიანობის...

თბილისის მერიის “სოციალური მზრუნველობის სააგენტომ” კონფერენციაზე 2-წლიანი საქმიანობის შედეგები წარადგინა

2020-2022 წლის მონაცემებით, სოციალური მუშაკების მიერ, 70 000-მდე ოჯახში განხორციელდა „სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ სოციალური მუშაკების ვიზიტი. მათგან 16 000-მდე ოჯახში, საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, 30 000 ბავშვის სკრინინგი ჩატარდა. სკრინინგის საფუძველზე, 30-მდე საქმეში გამოიკვეთა ფსიქოლოგის ჩართულობის საჭიროება“, – ამის შესახებ თბილისის მერიის თბილისის მერიის „სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ დირექტორმა დავით დოლიძემ კონფერენციაზე – „ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში“ განაცხადა.

დავით დოლიძემ კონფერენციაზე სააგენტოს საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ორი წლის ანგარიში წარადგინა. ამასთან, კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

ჩვენი სააგენტოს საქმიანობა მთლიანად მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ორი წლის განმავლობაში, სოციალური მუშაკები გავანაწილეთ დედაქალაქის მასშტაბით 30 ოფისში (ბაგა-ბაღების ტერიტორიაზე), ისინი ოჯახებში ვიზიტებს ახორციელებენ, რათა დაადგინონ ბავშვის და მისი ოჯახის საჭიროებები; განსაზღვრონ რისკები და ასეთის არსებობის შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი ზომები; იმუშაონ ცნობიერების ამაღლებაზე. გარდა ამისა, იმართება საინფორმაციო შეხვედრები საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლებთან, ბავშვთან და ოჯახთან დაკავშირებული პროგრამებისა და სერვისების შესახებ.

2020-2022 წლის მონაცემებით, სოციალური მუშაკების მიერ, 70 000-მდე ოჯახში ვიზიტი განხორციელდა, საიდანაც 16 000-მდე ოჯახში, საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, 30 000 ბავშვის სკრინინგი ჩატარდა. სკრინინგის საფუძველზე, 30-მდე საქმეში გამოიკვეთა ფსიქოლოგის ჩართულობის საჭიროება; სოციალური მუშაკების მიერ, სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, ოჯახებთან კონსულტაციის საფუძველზე, 180-მდე ოჯახი რაიონულ გამგეობაში გადამისამართდა“, – განაცხადა დავით დოლიძემ.

ორდღიანი კონფერენცია იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის – „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ (Enhancing Healthcare Provision in Georgia’s Penitentiary System) ფარგლებში მიმდინარეობს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...