spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მშვიდობა პური არ არის მაღაზიაში შეხვიდე და იყიდო,...

“მშვიდობა პური არ არის მაღაზიაში შეხვიდე და იყიდო, არც ფული არ არის, ჭარბად გქონდეს, არც მისი ჩუქება შეიძლება, ნუ იყვედრებით” – ლელა ჯეჯელავა

“მშვიდობის ქალაქი” – საახალწლო სლოგანთან და ხელისუფლების წარმომადგენლების კონკრეტულ პოზიცია-განმარტებებს, სოციალურ ქსელში, ემოციური პოსტით ეხმაურება “ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა:

მშვიდობა პური არ არის მაღაზიაში შეხვიდე და იყიდო, არც ფული არ არის, ჭარბად გქონდეს, არც მისი ჩუქება შეიძლება, ნუ იყვედრებით.

მშვიდობა ადამიანის სულიერი და მენტალური მდგომარეობაა. მშვიდობა განიცდება გულით და აღიქმება გონებით.

არ ვიცი, ახლა ვის გულშია მშვიდობა, როცა ამდენი ქართველი თავისუფლებისათვის კვდება ბრძოლის ველზე, როცა ამდენი ქართველი ქვეყნიდან გადახვეწილია ლუკამ-პურის საშოვნელად, იმიტომ რომ ქოცების მადა აღუვსებელი საწყაულია, არ ვიცი, ვინ არის მშვიდად, როცა მშიერი ადამიანები და ძაღლები ქუჩაში საკვებს ერთად ეძებებენ, ვერც იმას ვხვდები, როგორ შეიძლება გქონდეს მშვიდობის განცდა, სანამ ჩვენი ეპოქის ჭირი, მიწით გაუმაძღარი რუსეთი საბოლოოდ არ დამარცხდება და მისგან მომავალი საფრთხე არ დასრულდება, სანამ დანწევრებულ სახელმწიფოებრივ სხეულს არ გავიმთლიანებთ, სანამ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი, სანამ ისეთი ხელისუფლება გვყავს ჩვენი ტკივილი რომ არ ტკივა და სიხარულითაც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა ახარებს.

სიცოცხლით სავსე ქალაქიდან მშვიდობის ქალაქად გადავქცეულვართ. თბილისს ეპითეტები და იარლიყები არასოდეს დასჭირვებია. თბილისმა უცხოობა არასდროს იცოდა, თბილისმა გატანა იცოდა, თბილისმა ერთმანეთის პატივისცემაც იცოდა. თბილისში კაცი ქალს არ ეტყოდა, სარკეში ჩაიხედე, რას გავხარო. ასეთ კაცებს თბილისში სჯიდნენ, არც პატარა გოგოს აკადრებდა – თქვენ სიგრძეზე და სიგანზეც გეყოფათო, ასეთ კაცებს თბილისში მთაწმინდიდან გამოაქანებდნენ.

არ არის თბილისი მშვიდობის ქალაქი, თბილისში მშვიდობას ერთმანეთს არ აყვედრიდნენ, თბილისში მშვიდობას გულით ატარებდნენ, თბილისში მშვიდობას ერთმანეთს უზიარებდნენ, ისე როგორც სხვაგან, სხვა ქალაქებში და სოფლებში, სადაც იციან, რომ მშვიდობა ადამიანის მდგომარეობაა და არა ხელისუფლების საჩუქარი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!”

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...