spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ის ღირებულებითი განსხვავება, რაც ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან არის,...

“ის ღირებულებითი განსხვავება, რაც ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან არის, რომ ისინი მართავდნენ ქვეყანას დიქტატორული, ავტოკრატიული გზებით!” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ე.წ ,,განდგომილი” დეპუტატების პოზიციასთან დაკავშირებით და ირაკლი კობახიძის შეფასებაზე “განდგომილ” დეპუტეტებთან მიმართებაში, წინა ხელისუფლებასთან შედარების კონტექსტში:

,,რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც თავად მიაჩნია. ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია, ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება. მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ პლურალიზმს, სხვადასხვა იდეების, იდეოლოგიების განვითარებას და საბოლოო ჯამში, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

ჩემთვის პირადად, მე ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით საუბარი ამ საკითხებზე. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს და ეს ღიად დავაფიქსირეთ.

ჩვენ ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი ასეთი ფორმით გამოხატულება პოზიციების. მე ამის თაობაზე ვთქვი, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ნაწილი ტერიტორიის არის ოკუპირებული, ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება ყველასთან ძალიან კარგი და ძლიერი ურთიერთობა, მითუმეტეს ჩვენს მთავარ პარტნიორებთან.

პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რატომ იზიარებს მათ პოზიციებს, მხოლოდ თქვენ იყავით უმცირესობაში ამ შემთხვევაში თუ სხვამაც იგივე პოზიცია გააჟღერა?! [ჟურნალისტის შეკითხვა].

კონტექსტი არ უნდა დავამახინჯოთ. პარტიის თავმჯდომარემ რა იგულისხმა, თქვენ რომელ სიმართლეზე მელაპარაკები?! ის ღირებულებითი განსხვავება, რაც ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან არის შემდეგი, რომ ისინი მართავენ ქვეყანას დიქტატორული, ავტოკრატიული გზებით. ღირებულებები – ეს არის ადამიანის უფლებები, თავისუფლება, ქვეყნის სიყვარული და ასე შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...