მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაში მონაწილე ნიკო ხურცილავას მიმართ მმართველი გუნდის აქტიურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი:
“ხელისუფლების დავალებით ვიღაც ზონდერ-ტიტუშკები ადრეც დახვედრიან ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეს და უცემიათ, სასამართლოც ყოველთვის მოწყალე, მორჭმული და გამგებიანი ყოფილა ამ დროს, მაგრამ რა არ ყოფილა არასდროს და დაქირავებული მოძალადის პერსონალური ჰეროიზაციის მცდელობა, მისი გამოყვანა ღირსების დამცველ რაინდად და ლამის გმირად.
ახლა ამასაც მოვესწარით. ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება და “ოცნების” საპარლამენტო თუ არა რომელიმე საკრებულოს სიაში მაინც ხომ ნაღდად გარანტირებული აქვს ადგილი.
აი, ასე მარტივად: ან ზნეობა რად გინდა, ან განათლება ან კულტურა? ცემე აკაცუკი და მოიწყვე ცხოვრება!” – წერს დავით ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

