spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელისუფლებას ვქირაობთ სახელმწიფო პრობლემატიკის სამართავად და არა ოპოზიციასთან...

“ხელისუფლებას ვქირაობთ სახელმწიფო პრობლემატიკის სამართავად და არა ოპოზიციასთან გარჩევებისთვის” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს:

ხელისუფლებას ვქირაობთ სახელმწიფო პრობლემატიკის სამართავად და არა ოპოზიციასთან გარჩევებისთვის.

ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება არის ხელისუფლების ვალდებულება და მას ყველა ინსტრუმენტი აქვს მათ შესასრულებლად. სადაც ოპოზიციის ტექნიკური მხარდაჭერა იქნება საჭირო კენჭისყრებში, ვფიქრობ, ამ მხრივ პრობლემა არ შეიქმნება.

შესაბამისად, ხელისუფლებას შეუძლია ექსკლუზიურად წარმოადგინოს შესაბამისი პირობების შესრულების საკუთარი ხედვა ყოველგვარი ვაჭრობის და წინაპირობების გარეშე, რადგან ეს რაიმე “რევერანსი” კი არ არის ოპოზიციის მიმართ, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობის პროცესია.

ყველაზე სწორი, რაც ოპოზიციას დღეს შეუძლია გააკეთოს, ეს გახლავთ ის, რომ ხელი არ შეუშალოს ხელისუფლებას ამ გეგმის წარმოდგენაში, რათა არ მისცეს მას ხელის გაშვერის და გადაბრალების საშუალება.

დამერწმუნეთ, როგორც კი ისინი ამ გეგმას წარმოადგენენ, ყველასთვის ყველაფერი ცხადი გახდება.

დღევანდელი დებატები მხოლოდ ხელს უწყობენ ხელისუფალს, რომ არაფერი გააკეთონ და სხვას გადააბრალონ.

გამოვაცხადოთ ყველამ დუმილის ერთი თვე და მივცეთ ეს დრო ხელისუფლებას კონკრეტული გეგმის წარმოსადგენად.

მერე ვიმსჯელოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე…” – აცხადებს გია ხუხაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

“დიდი უსამართლობაა, რომ გიორგი ჭიღლაძეს “მოძალადე” ან “ბარბაროსი” ვუწოდოთ. უჯობესია, ყურადღება იმაზე გადავიტანოთ, ლეგიტიმური...

სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოების არაერთგვაროვან შეფასებებს...

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...