spot_img
მთავარიანალიტიკაგიორგი კეპულაძე - არსებობს თუ არა რეალურად “შავი...

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე კონკრეტულ შეფასებებს და განმარტებებს აკეთებს საკრედიტო ისტორიის თემაზე:

საკრედიტო ისტორია ეს არის თქვენი ფინანსური ქცევის სრული არქივი: რა სესხები გქონიათ, რა ვალუტაში, რამდენად იცავდით გრაფიკს და გქონდათ თუ არა ვადაგადაცილება. ამ მონაცემებს საქართველოში საკრედიტო ბიურო – „კრედიტინფო საქართველო“ აგროვებს.

ჩანაწერები ორგვარია:

  • პოზიტიური– თუ ვალდებულებებს დროულად ფარავდით.
  • ნეგატიური– თუ ვადაგადაცილება გქონდათ. ეს სტატუსიც იცვლება: დაფარვის შემდეგ ის ხდება „იყო ნეგატიური“, ხოლო მიმდინარე ვადაგადაცილებაზე წერია „არის ნეგატიური“.

სწორედ ამ ნეგატიური ჩანაწერების გამო ეძახიან ხშირად საკრედიტო ისტორიას “შავ სიას.” რეალურად კი არანაირი “შავი სია” არ არსებობს.

როდის იშლება ისტორია?

პრობლემური და შემდეგ დაფარული სესხის ჩანაწერი ბაზიდან 5 წელში იშლება. ხოლო ის სესხები, რომლებიც პირნათლად, გრაფიკით დაფარეთ – 7 წელში.

რა არის საკრედიტო ქულა?

„კრედიტინფოში“ თითოეულ მოქალაქეს ენიჭება ქულა და შესაბამისი რეიტინგი. A, B და C კარგი მაჩვენებელია, ხოლო D და E მაღალ რისკზე მიუთითებს.

თქვენს ქულაზე რამდენიმე მთავარი ფაქტორი მოქმედებს:

  1. გადახდების ისტორია(ყველაზე მთავარი კომპონენტი)
  2. არსებული ვალდებულებების მოცულობა
  3. საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობა და პროდუქტების მრავალფეროვნება
  4. განაცხადების (ძიებების) სიხშირე.

მნიშვნელოვანი დეტალები:

  • ნულოვანი ისტორია არ ნიშნავს კარგ ისტორიას:თუ სესხი არასდროს გქონიათ, ბანკს თქვენი რისკის შეფასება უჭირს.
  • წინსწრებით დაფარვა:ქულას ოდნავ ამცირებს, თუმცა უარის თქმის მიზეზი არ ხდება.
  • მიმდინარე ვადაგადაცილება:ახალი სესხის დამტკიცების შანსს პრაქტიკულად ნულამდე ამცირებს.

4 ნაბიჯი ჯანსაღი ფინანსური რეპუტაციისკენ

  1. დაფარეთ მიმდინარე დავალიანება:ეს პირველი და გადაუდებელი ნაბიჯია.
  2. მართეთ გრაფიკი:მცირე თანხის დროული დაფარვაც კი ქულას ეტაპობრივად ზრდის.
  3. მოერიდეთ ერთდროულად ბევრ განაცხადს:მოკლე დროში ბევრ ბანკში სესხის მოთხოვნა თქვენს ქულას ასევე ამცირებს.
  4. აკონტროლეთ მცირე ვალდებულებები:ხშირად პრობლემას მივიწყებული საკრედიტო ბარათი ან განვადება ქმნის.

შემოწმება უფასოა: საკუთარი საკრედიტო ისტორიისა და ქულის ნახვა წელიწადში 3-ჯერ სრულიად უფასოდ შეგიძლიათ ვებგვერდზე: mycreditinfo.ge

საკრედიტო ისტორია არის ნდობის ისტორია. კარგი ფინანსური რეპუტაცია მხოლოდ სესხის მიღებას კი არ გიმარტივებთ, არამედ პირდაპირ განსაზღვრავს საპროცენტო განაკვეთსა და პირობებს, რომელსაც ბანკი შემოგთავაზებთ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...