შაბათი, ივლისი 5, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოასემეკი: "კომისია კიდევ ერთხელ აცხადებს რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი...

სემეკი: “კომისია კიდევ ერთხელ აცხადებს რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა”

სემეკი იგანცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას აცნობებს, რომ კომუნალური გადასახადებზე საფასური არ გაზრდილა:

კომისია საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ აცხადებს რომ არ გაზრდილა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები.
‼️ 2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების ზრდა არ განიხილება.

პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური პირები კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო, მოსახლეობას აწვდიან ცრუ ინფორმაციას.

სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პირების მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ კომისიაში. სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით დაეყრდნონ მხოლოდ სემეკის ინფორმაციას, რადგანაც წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ოპოზიციური პოლიტიკური ინტერესების მქონე პირების მიერ ხშირად აქვს ადგილი მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანია “თელმიკო”-ც ავრცელებს განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით და ამტკიცებს, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფები არ გაზრდილა. ამასთან აქვეყნებს სემეკის №32/29.06.2021 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრულ ტარიფებს:

დასახელება/მომხმარებლის კატეგორია 3,3-6-10 კილოვოლტი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი 101 კვტსთ-ის ჩათვლით 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით 301 კვტსთ-დან და მეტი
ელექტროენერგიის ტარიფი მოიცავს: 29.646 თეთრი დღგ-ს ჩათვლით 18.041 თეთრი დღგ-ს ჩათვლით 22.053 თეთრი დღგ-ს ჩათვლით 26.537 თეთრი დღგ-ს ჩათვლით

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom-მა “სეზონი ტვ”, ეთერში უცენზურო ლექსიკის გამოყენებისთვის, 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „სეზონი ტვ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...