spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგივი მიქანაძე: "კვლავაც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უპასუხისმგებლო...

გივი მიქანაძე: “კვლავაც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასა და ევროპული ღირებულებების არაღიარებას”

2 თვეზე მეტი გავიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული დოკუმენტის მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ ხელმოწერიდან. კვლავაც ვხედავთ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასა და ევროპული ღირებულებების არაღიარებას. დღემდე ნაციონალურ მოძრაობას არ მოუწერია ხელი შარლ მიშელის დოკუმენტზე, რადგან მძევალია საკუთარი დაპირებებისა, იმ დაპირებების, რომლებიც არაერთხელ დაუფიქსირა ამომრჩეველსა და საზოგადოებას და ვნახეთ ყველა ასეთი დაპირება როგორ გადათქვა და საპირისპიროდ იმოქმედა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, რათა საბოლოოდ არ მოხდეს მათი, როგორც რადიკალური, მარგინალიზებული ძალის გარიყვა დასავლეთის მხრიდან.

ამ დილემას შორის გინდათ სხვისი ხელით გააკეთოთ საქმე, ამნისტია მიგვაღებინოთ და შემდეგ თქვენს ამომრჩეველს თვალში ნაცარი შეაყაროთ, თითქოს თქვენ პრინციპულები იყავით ბოლომდე და მას შემდეგ მოაწერეთ ხელი, რაც ამნისტიის კანონი მიიღეს დანარჩენმა პარტიებმა. არ გამოგივათ მეგობრებო, მოგიწევთ ხელის მოწერა და ვერც საზოგადოებას მოატყუებთ. ნუ გაქვთ ასეთი დაბალი წარმოდგენა ჩვენს საზოგადოებაზე, მათ შორის თქვენს ამომრჩეველზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს…” – ნიკა გვარამია

უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ცალკეულ...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...