spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თემურს ტაძრის აგება უნდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ...

“თემურს ტაძრის აგება უნდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, თუმცა ღმერთმა სხვა საშუალება გამოუჩინა” – ილია მეორე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

მთელი საქართველო გლოვობს ბატონ თემურ წიკლაურის გარდაცვალებას; იშვიათია ადამიანი, რომ ასე უყვარდეს საზოგადოებას, როგორც არა მარტო მომღერალი, არამედ – როგორც პიროვნებაც.

ყველა ლოცულობდა მისი გადარჩენისთვის, მაგრამ იგი, ღვთის განგებულებით, ცათა სიმაღლეების გზას შეუდგა.

  • პირველად მას მეუღლესთან ერთად დიდი ხნის წინ შევხვდი. შვილის გარდაცვალების გამო უდიდესი ტკივილით დამძიმებული ოჯახი ნუგეშს ეძებდა და ღვთისსათნო საქმის აღსრულება სურდათ.
  • თემურს ტაძრის აგება უნდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, თუმცა ღმერთმა სხვა საშუალება გამოუჩინა: მეგობრების ფინანსური დახმარებით და ქართველ-ებრაელთა თანადგომით იერუსალიმში შეიძინა კერძო დიდი სახლი, სადაც უკვე ათწლეულებია ჩვენი კულტურის ცენტრი ფუნქციონირებს და საქართველოდან ჩასულ პილიგრიმებს მასპინძლობს.
  • ეს ძალიან დიდი ეროვნული და საღვთო საქმეა.
  • შემდეგ მან სტიქაროსნობაც დაიწყო და მას უკვე ხშირად ხედავდნენ ტაძარში ღვთისმსახურთა შორის.
  • სიყვარულის გაცემისთვის უშურველი, წრფელი, მეგობრობისათვის მოწოდებული, თავის ხმასავით ძლიერი და, ამავე დროს, ლმობიერი, სარწმუნოებისათვის გულმხურვალე, ასეთად დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ბატონი თემურის უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც იგი უკვე გახდა.

მთავარია, ახლა ჩვენ შევძლოთ მასთან ლოცვითი ურთიერთობა და მისი სულისთვის ზრუნვა.

პატივისცემით,
ილია II, სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქი
4 თებერვალი, 2021 წელი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

“ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ასეთია…” – გიორგი კეკელიძის სახალისო ისტორია

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“ნუ ვაზვიადებთ იმედის და ქოცპროპაგანდის შესაძლებლობებს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ტელეარხის მიერ ჩატარებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...